Sagittarius Ear Cuffs - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design by Mystic J, for your extraordinary look.
Sagittarius Ear Cuffs - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design by Mystic J, for your extraordinary look.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის საყურე, სრულად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში
Sagittarius Ear Cuffs - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design by Mystic J, for your extraordinary look.
Sagittarius Jewelry in Symmetric Avant-garde - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique designs by Mystic J for your extraordinary look.

Mystic J

მშვილდოსნის საყურე

ფასი 258.00 GEL
ერთეულის ფასი   
მიტანის სერვისი დაითვლება გადახდის გვერდზე

ჩვენი სრულად ხელნაკეთი მშვილდოსნის საყურე,სიმეტრიულ ავანგარდში,შექმნილია ყველაზე პოზიტიური და თავგადასავლების მოყვარული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი მშვილდოსანია, ცნობილი როგორც ასცენდენტი, ჩვენი მშვილდოსნის საყურე აუცილებლად თქვენი საყვარელი აქსესუარი გახდება. ან თუ გსურთ საკუთარ თავში მშვილდოსნის ენერგიის კულტივირება, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა ისეთი საოცარი თვისებებით, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, ვნება, ოპტიმიზმი, ველურობა, გულწრფელობა, ავანტიურიზმი, ახალი გამოცდილების მიღების სურვილი, მაშინ Mystic J-ის მშვილდოსნის სამკაულები თქვენთვისაა შექმნილი.
Mystic J მშვილდოსნის საყურის საშუალებით გამოხატავს ყველა საოცარ მახასიათებელს, რომელსაც ნიშანი ფლობს. მშვილდოსანი არის მუტაბელური მამრობითი ენერგეტიკის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მართავს ფილოსოფიის, უმაღლესი განათლებისა და მოგზაურობის მე -9 ასტროლოგიურ სახლს. ეს ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლოა კენტავრი ან მშვილდის მსტყორცნელი, რომელიც პირველ რიგში წარმოადგენს ამ ფილოსოფიურ ზოდიაქოს ნიშნის სიბრძნესა და მიზანდასახულობას. მშვილდოსანი ცნობილია, როგორც ასტროლოგიის ავანტიურისტი,რომელიც აღმერთებს მოგზაურობას, ახალ ადგილებში სტუმრობას, ახალი კულტურების დათვალიერებას. მუდმივი სურვილი ახლის სწავლისა და ცოდნის, გამოცდილების და ხედვის გაფართოების, ეხმარება მშვილდოსანს, რომ იფიქროს და იცხოვროს ჩარჩოების გარეშე. მშვილდოსანი გამოირჩევა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებით. ისინი, როგორც წესი, არიან შესანიშნავი ლიდერები. პოზიტიური განწყობით მოტივაციას აძლევენ თავიანთ გუნდს და თანამშრომლებს. მშვილდოსნებს შეუძლიათ ხუმრობა ნებისმიერ დროს, თუნდაც რთული, სერიოზული ან ტრაგიკული სიტუაციისას. რადგან გაფართოვების, კეთილდღეობის, იღბლის, წარმატების და სასწაულების პლანეტა, იუპიტერი მართავს ნიშანს, ფიზიკური სამყაროს მიღმა ცნობიერების ამაღლება, მათი სრული პოტენციალის მიღწევა და გაფართოვება, მშვილდოსნებისათვის უმთავრესია.


Mystic J-ის ხელნაკეთი და თანამედროვე ავანგარდული საყურის მიღმა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის პოზიტიური მახასიათებლები, თვისებები და ენერგია დგას.

ნუ ატარებ უბრალოდ სამკაულს, ატარე ძვირფასი სამკაული შინაარსით!

 

  • უნიკალური დიზაინი
  • ხელნაკეთი 100%
  • სტერლინგის ვერცხლი 925
  • არ შეიცავს ნიკელს
  • ამოტვიფრულია მეტალის სინჯი და Mystic J=ის ლოგო
  • ლიმიტირებული რაოდენობა

    მახასიათებლების აღწერა

    მშვილდოსნის საყურე, ორიგინალური აქსესუარია, რომელიც ავანტიურისტი, ორიგინალური და მოდური ადამიანებისთვისაა შექმნილი. თუ გსურთ თქვენი სტილი იყოს მეტად გამორჩეული, ატარეთ მშვილდოსნის საყურე ჩვენი ასტროლოგიის კოლექციის მშვილდოსნის სხვა სამკაულებთან ერთად და გააოცეთ გარშემომყოფები სიმეტრიული ავანგარდის სილამაზით. მშვილდოსნის აქსესუარების კომბინაცია ქმნის ყველაზე გამორჩეულ და ექსტრაორდინალურ სიმეტრიულ ავანგარდს. 

    ისეთივე უნიკალური როგორც შენ  
    ვინაიდან სამკაული არის სრულად ხელნაკეთი და თითოელი ნივთი მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად დასრულებულ პროდუქტში ყოველთვის არის მცირედი სხვაობა. 


    Net Orders Checkout

    Item Price Qty Total
    Subtotal 0.00 GEL
    Shipping
    Total

    Shipping Address

    Shipping Methods

    ×

    Call for Price

    I agree to my email being stored and used to receive the newsletter.