Pisces Bracelet - Fully handmade in Sterling Silver 925, with black and white Diamonds 0.017CT. Contemporary unique design by Mystic J, for your extraordinary look.
Pisces Bracelet - Fully handmade in Sterling Silver 925, with black and white Diamonds 0.017CT. Contemporary unique design by Mystic J, for your extraordinary look.
Pisces Bracelet - Fully handmade in Sterling Silver 925, with black and white Diamonds 0.017CT. Contemporary unique design by Mystic J, for your extraordinary look.
Pisces Bracelet - Fully handmade in Sterling Silver 925, with black and white Diamonds 0.017CT. Contemporary unique design by Mystic J, for your extraordinary look.
თევზების ზოდიაქოს ნიშნის სამაჯური, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში 925, 0,017 კარატის თეთრი და შავი ბრილიანტებით.
Pisces Jewelry in Symmetric Avant-garde - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique designs by Mystic J for your  extraordinary look.

Mystic J

თევზების სამაჯური

ფასი 231.00 GEL
ერთეულის ფასი   
მიტანის სერვისი დაითვლება გადახდის გვერდზე

ჩვენი სრულად ხელნაკეთი თევზების სამაჯური, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია ყველაზე ემპათიური, მისტიკური და ღრმა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი თევზებია, ცნობილი როგორც ასცენდენტი, ჩვენი თევზის სამაჯური აუცილებად თქვენი საყვარელი აქსესუარი გახდება. ან თუ გსურთ საკუთარ თავში თევზების ენერგიის კულტივაცია, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა ისეთი საოცარი თვისებებით, როგორიცაა თანაგრძნობა, ფანტაზია, ინტუიცია, ეზოთერული შესაძლებლობები, სიკეთე, ერთგულება, კრეატიულობა, მაგნიტიზმი და იდუმალება, მაშინ Mystic J-ის თევზების სამკაული თქვენთვისაა შქმნილი.
Mystic J-ი თევზების სამაჯურის საშუალებით გამოხატავს ამ ნიშნის ყველა საოცარ მახასიათებელს. თევზები, არის მუტაბელური, მედედრობითი ენერგეტიკის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მართავს სიზმრების, საიდუმლოებისა და ემოციების მე-12 ასტროლოგიურ სახლს და იგი რიგით ბოლო წყლის ზოდიაქოს ნიშანია. თევზების ზოდიაქოს ნიშანის სიმბოლო ერთმანეთის საპირისპირო მხარეს მცურავი 2 თევზია, რაც წარმოადგენს თევზების ყურადღების მუდმივ გაორებას ფანტაზიასა და რეალობას შორის. მათ მოიხსენიებენ, როგორც მეოცნებეებს, რომლებიც ხშირად თავიანთ გამოგონილ რეალობაში ცხოვრობენ. თევზები, ბუნებით დაჯილდოვებულია ეზოთერული შესაძლებლობებით და ძლიერი ინტუიციით. თევზები, ხშირად ადამიანის ნამდვილ სახეს ემოციებით გრძნობენ და ამოიცნობენ. ისინი ასტოლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე  ემპათიურები და ლოიალურები არიან. თევზებს, როგორც ბოლო ნიშანს, თითქოს გავლილი აქვს ყველა ნიშნის - სიხარული და ტკივილი, იმედები და შიშები. ემპათიური თევზები თანაგრძნობით ეკიდებიან გარშემომყოფებს, არასოდეს განგსჯით, შეუძლიათ უსასრულოდ და ყურადღებით გისმინოთ და გულწრფელად დაგეხმაროთ. მათ აინტერესებთ ცხოვრების სულიერი, მისტიკური და ოკულტური მხარე. თევზებისთვის სულიერების ძიება და სულიერი განვითარება უსასრულოა. ასევე, თევზები ცნობილია, როგორც ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშანი. მათი ნათელი და მდიდარი წარმოსახვის წყალობით, ისინი ხშირად ყველაზე კრეტიული და ორიგინალური იდეების ავტორები ხდებიან. როგორც წესი, თევზები ლოგიკით არ არიან შებოჭილები, როგორც სხვა ზოდიაქოს ნიშანების უმრავლესობა. მათი ღიაობა ახალი იდეებისადმი საშუალებას აძლევს, შეისწავლონ შემოქმედებითი გზები, რომლებიც სხვებმა შესაძლოა უგულვებელყონ, უარყონ ან არაპრაქტიკულად მიიჩნიონ. მეოცნებე თევზები ერთერთი საუკეთესოა ხელოვნებაში, მუსიკაში და მწერლობაში. ისინი თავიანთი გამორჩეულობის გამო, თავის და უნებურად, ხშირად ხვდებიან ყურადღების ცენტრში. მათ აღტაცების მოსაპოვებლად არასოდეს სჭირდებათ პოზირება. თევზების მაგიური შემოქმედებითი ენერგია უსასრულო და ღმაა, ამიტომ მათი დამკვიდრებული სტილი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მისაბაძი ხდება. თევზები უკიდურესად გულუხვია. ეს ნიშანი ცნობილია იმით, რომ სხვების მოთხოვნილებებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებენ. ხშირად, ისინი საკუთარ ბედნიერებას სწირავენ სხვებს. თევზებს, აქვთ უნარი სხვისი უბედურებაც და ბედნიერებაც ისე განიცადონ, როგორც საკუთარი. მათ  გამხნევების და დამშვიდების საოცარი უნარი აქვთ. ისინი ყოველთვის მზადყოფნაში არიან გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ყურადღებიანი და ერთგული თევზები, როგორც მეგობარი, ნამდვილი საგანძურია.
თევზების მმართველი პლანეტებია: ნეპტუნი - რომელიც განაგებს შემოქმედებით ენერგიას, სიზმრებს, უსაზღვრო ფანტაზიას, ინსპირაციას და ილუზიებს და იუპიტერი, რომელიც განაგებს უმაღლეს განათლებას, კეთილდღეობას, იღბალს, სულიერებას და რელიგიას. სწორედ ამიტომ, თევზები აღმერთებენ მუსიკას, ცეკვას, ხელოვნებას და წვეულებებს. მიუხედავად ამისა, თევზებს სჭირდებათ საკუთარ თავთან განმარტოვება და ბუნებასთან სიახლოვე, რადგან მათთვის სულიერი ზრდა და თავიანთი ოცნებებისკენ სწრაფვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ნეპტუნის ჯადოქრებს  თავიანთი ოცნებების ასასრულებლად საოცარი ძალა აქვთ.

Mystic J-ის ხელნაკეთი ელეგანტური ავანგარდული სამაჯურის მიღმა, დგას თევზების ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მახასიათებლები, თვისებები და ენერგია.
ნუ ატარებ უბრალოდ სამკაულს, ატარე სამკაული შინაარსით!

 

  • უნიკალური დიზაინი
  • ხელნაკეთი 100%
  • სტერლინგის ვერცხლი 925
  • შავი და თეთრი ბრილიანტი 0,017
  • არ შეიცავს ნიკელს
  • ამოტვიფრულია მეტალის სინჯი და Mystic J-ის ლოგო
  • ლიმიტირებული რაოდენობა

სპეციფიური აღწერა

თევზების სამაჯური არის რეგულირებადი და კომფორტული, ულამაზესი ნაკეთობა, რომელიც იმეორებს თევზების სიმბოლოს. ჩვენი ავანგარდული თევზების სამაჯური მისტიკურ რომანტიულობას შესშძენს თქვენს look-ს. შავი და თეთრი ბრილიანტის წერტილების საშუალებით ჩვენ ხაზი გავუსვით  თევზების ყურადღების მუდმივ გაორებას ფანტაზიასა და რეალობას შორის. თუ თქვენ მომხიბლავ, მოდურ და მისტიკურ სტილს ეძებთ, თევზების სამაჯური საუკეთესო არჩევანია. ატარეთ ეს სამაჯური  თევზების სხვა სამკაულთან კომბინაციაში ჩვენი ასტროლოგიის კოლექციიდან და მოახდინეთ ქალთევზას ეფექტი.


ისეთივე უნიკალური როგორც შენ  
ვინაიდან სამკაული არის სრულად ხელნაკეთი და თითოელი ნივთი მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად დასრულებულ პროდუქტში მოსალოდნელია მცირედი სხვაობა. 


Net Orders Checkout

Item Price Qty Total
Subtotal 0.00 GEL
Shipping
Total

Shipping Address

Shipping Methods

×

Call for Price

I agree to my email being stored and used to receive the newsletter.