Gemini Ear Cuffs - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J for your luxury look.
Gemini Ear Cuffs - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J for your luxury look.
Gemini Ear Cuffs - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J for your luxury look.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის საყურე, სრულად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის საყურე, სრულად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში

Mystic J

ტყუპების საყურე

ფასი 415.00 GEL
ერთეულის ფასი   
მიტანის სერვისი დაითვლება გადახდის გვერდზე

ჩვენი, სრულად ხელნაკეთი ტყუპების საყურე, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია კომუნიკაციისა და სხარტად მოაზროვნე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი, ეგრედწოდებული, ასცენდენტი ტყუპებია, ჩვენი ტყუპების საყურე თქვენი საყვარელი აქსესუარი უნდა გახდეს. ან თუ გსურთ საკუთარ თავში მოახდინოთ ტყუპების ენერგიის კულტივირება, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა საოცარი თვისებებით, როგორიცაა კომუნიკაცია, ადაპტაცია, ცნობისმოყვარეობა, ინტელექტი და მხიარულება, მაშინ Mystic J- ის ტყუპების სამკაული თქვენთვისა შექმნილი.

Mystic J, ტყუპების საყურის საშუალებით, გამოხატავს ყველა იმ საოცარ მახასიათებელს, რომელსაც ნიშანი ფლობს. ტყუპები არის მუტაბელური, მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც განაგებს კომუნიკაციის, გადაადგილების და ნათესავების მე-3-ე ასტროლოგიურ სახლს. ტყუპები არის პირველი ჰაერის ზოდიაქოს ნიშანი. ტყუპების ზოდიაქოს სიმბოლოა ტყუპი წყვილი. მათ ხშირად ახასიათებენ როგორც მერყევ, ცვალებადი ხასიათის ადამიანს, რომელშიც თითქოს ორზე მეტი პიროვნებაა გაერთიანებული სხვადასხვა მისწრაფებებითა და ინტერესებით. თუმცა ტყუპების ეს იდუმალი გაორება შესაძლებებლია გამოიხატოს ერთი საკითხის სხვადასხვა რაკურსით დანახვაში. ტყუპები ძალიან მხიარულები და ინტელექტუალურად ცნობისმოყვარეები არიან. გონებამახვილი ტყუპები ცნობილნი არიან, როგორც ზოდიაქოს სოციალური პეპლები. ზოდიაქოს ამ ნიშანს აქვს ერთი იდეიდან მეორეზე სხარტად გადაწყობის წარმოუდგენელი უნარი. რადგან, კომუნიკაციისა და აზროვნების პატერნების პლანეტა, მერკური მართავს ნიშანს, მათთვის ინტელექტუალური განვითარება და კომუნიკაცია უპირველესია.

Mystic J-ის ხელნაკეთი, თანამედროვე და ავანგარდული საყურეების უკან დგას ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მახასიათებლები, თვისებები და ენერგია.

   ნუ ატარებთ უბრალოდ სამკაულს, ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!

  •  უნიკალური დიზაინი
  • ხელნაკეთი 100%
  • სტერლინგის ვერცხლი 925
  • არ შეიცავს ნიკელს
  • ამოტვიფრულია მეტალის სინჯი და Mystic J ლოგო
  • ლიმიტირებული რაოდენობა

     

    სპეციფიური აღწერა

    Mystic J-იმ ტყუპების საყურის უნიკალური და საოცრად ორიგინალური ვერსია შექმნა - ორი ნახევარმთვარე, რომელიც ერთმანეთთან ორი ჯაჭვით არის დაკავშირებული. ტყუპების საყურეები არ საჭიროებენ ბიბილოს გახვრეტას. მარტივად მაგრდება ყურზე და შესანიშნავი ალტერნატივაა მათთვის ვისაც ყური არ აქვს გახვრეტილი ან ოცნებობს მასიურ, მაგრამ კომფორტულ საყურეზე. თუ გსურთ მოდური, ორიგინალური და ძვირფასი ელფერი მიანიჭოთ თქვენს Look-ს, ტყუპების ძვირფასი და თანამედროვე საყურე საუკეთესო არჩევანია. აქსესუარის მომაჯადოებელი დიზაინის გარდა, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ჰაეროვანი და პოზიტიური ენერგია ხაზს უსვამს სამკაულის უნიკალურობას. თუ გსურთ გამოიყურებოდეთ არა მხოლოდ თანამედროვედ, არამედ ექსტრაორდინალურად, ატარეთ ტრყუპების საყურე, ტყუპების სხვა აქსესუარებთან კომბინაციაში ჩვენი ასტროლოგიის კოლექციიდან და გაოცდებით სიმეტრიული ავანგარდის მაგიური სილამაზით.


    ისეთივე უნიკალური როგორც შენ  
    ვინაიდან სამკაული არის სრულად ხელნაკეთი და თითოელი ნივთი მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად დასრულებულ პროდუქტებში ყოველთვის არის მოსალოდნელი მცირედი სხვაობა.


    Net Orders Checkout

    Item Price Qty Total
    Subtotal 0.00 GEL
    Shipping
    Total

    Shipping Address

    Shipping Methods

    ×

    Call for Price

    I agree to my email being stored and used to receive the newsletter.