ჩვენი, სრულად ხელნაკეთი ტყუპების სამაჯური, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია კომუნიკაციისა და სხარტად მოაზროვნე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი, ეგრედწოდებული ასცენდენტი ტყუპებია, ჩვენი ტყუპების სამაჯური თქვენი საყვარელი აქსესუარი უნდა გახდეს. ან თუ გსურთ საკუთარ თავში მოახდინოთ ტყუპების ენერგიის კულტივირება, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა საოცარი თვისებებით, როგორიცაა კომუნიკაცია, ადაპტაცია, ცნობისმოყვარეობა, ინტელექტი და მხიარულება, მაშინ Mystic J- ის ტყუპების სამკაული თქვენთვისაა შექმნილი.
Mystic J, ტყუპების სამაჯურის საშუალებით, გამოხატავს ყველა იმ საოცარ მახასიათებელს, რომელსაც ნიშანი ფლობს. ტყუპები არის მუტაბელური, მამაკაცური ენერგეტიკის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც განაგებს კომუნიკაციის, გადაადგილების და ნათესავების მე-3-ე ასტროლოგიურ სახლს. ტყუპები არის პირველი ჰაერის ზოდიაქოს ნიშანი. ტყუპების ზოდიაქოს სიმბოლოა ტყუპი წყვილი. მათ ხშირად ახასიათებენ როგორც მერყევ, ცვალებადი ხასიათის ადამიანს, რომელშიც თითქოს ორზე მეტი პიროვნებაა გაერთიანებული, სხვადასხვა მისწრაფებებითა და ინტერესებით. თუმცა, ტყუპების ეს იდუმალი გაორება შესაძლებებლია გამოიხატოს ერთი საკითხის სხვადასხვა რაკურსით დანახვაში. ტყუპები მხიარულები და ინტელექტუალურად ცნობისმოყვარეები არიან. გონებამახვილი ტყუპები ცნობილნი არიან, როგორც ზოდიაქოს სოციალური პეპლები. ზოდიაქოს ამ ნიშანს აქვს ერთი იდეიდან მეორეზე სხარტად გადაწყობის წარმოუდგენელი უნარი. რადგან, კომუნიკაციისა და აზროვნების პატერნების პლანეტა, მერკური მართავს ნიშანს, მათთვის ინტელექტუალური განვითარება და კომუნიკაცია უპირველესია.
Mystic J-ის ხელნაკეთი, თანამედროვე და ავანგარდული სამაჯურის უკან დგას ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მახასიათებლები, თვისებები და ენერგია.