ვერძის ფეხის სამაჯური - საავტორო სიზაინი, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში.
ვერძის ფეხის სამაჯური - საავტორო სიზაინი, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში.
ვერძის ფეხის სამაჯური - საავტორო სიზაინი, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში.
ვერძის ფეხის სამაჯური - საავტორო სიზაინი, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში.
Aries Anklet fully handmade in Sterling Silver 925. The unique design of limited edition by Mystic J.
Aries Anklet fully handmade in Sterling Silver 925. The unique design of limited edition by Mystic J.
Aries Anklet fully handmade in Sterling Silver 925. The unique design of limited edition by Mystic J.
Aries Anklet fully handmade in Sterling Silver 925. The unique design of limited edition by Mystic J.
Aries Anklet & Aries Ring in Symmetric Avant-garde. Fully handmade in Sterling Silver 925. The unique designs of limited edition by Mystic J.

Mystic J

ვერძის ფეხის სამაჯური

ფასი
ერთეულის ფასი   
მიტანის სერვისი დაითვლება გადახდის გვერდზე

Mystic J-ის სრულად ხელნაკეთი ავანგარდული ვერძის ფეხის სამაჯური შექმნილია ყველაზე მამაცი და ენერგიული ასტროლოგიური ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის - ვერძებისთვის. თუმცა, თუ კი თქვენი აღმავალი ნიშანი, იგივე ასცენდენტი ვერძია, ჩვენი ფეხის სამაჯური აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი აქსესუარი. ან თუ გსურთ პირველი ზოდიაქოს ნიშნის ისეთი უნიკალური თვისებების გაძლიერება, როგორიცაა სითამამე, თავდაჯერებულობა, მონდომება, ენთუზიაზმი, ვნება, ოპტიმიზმი, მიზანდასახულობა, მაშინ Mystic J- ის ვერძის სამკაულები სწორედ თქვენთვისაა შექმნილი.

Mystic J  ვერძის ფეხის სამაჯურის საშუალებით გამოხატავს ყველა იმ საოცარ მახასიათებლებს, რომელსაც ეს ნიშანი ფლობს. ვერძი არის კარდინალური, მამრობითი ენერგეტიკის ზოდიაქოს ნიშანი. იგი ზოდიაქოს პირველი ნიშანია. ვერძის სიმბოლოა ვერძი, ცხვარი დიდი ხვეული რქებით, რომელიც პირველ რიგში წარმოადგენს გაბედულობას, ცეცხლოვან დაუშრეტელ ენერგიას. ვერძი, როგორც პირველი ცეცხლის ნიშანი არის ენერგიის და დინამიურობის სინთეზი. ვერძი საკუთარი პრინციპებით ცხოვრობს, ხშირად არ სურს კომპრომისზე წასვლა საკუთარი მრწამსის, იდეალისა და იდეის გამო. გარდა ამისა, ის ბუნებით კარგი ლიდერია, იცის როგორ მართოს სხვები, სწორედ ეს თვისება ეხმარება მას ყველა თავის საქმიანობაში გამარჯვებულები იყოს. ვერძი წარმატებას აღწევს როდესაც ძალაუფლება მის ხელთაა. ის არასდროს ელოდება, როდის გაუღიმებს იღბალი, ვერძი არ მიდის კომპრომისზე და თავად ქმნის თავის ბედს და ბედისწერას. ომისა და ენერგიის პლანეტა, მარსი განაგებს ნიშანს, რაც განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობას. ვერძისთვის მნიშნვნელოვანია იყოს პირველი და საუკეთესო. სწორედ ამიტომ ამ ნიშნის თითოელ სამკაულზე ვიმეორებთ ვერძის სიმბოლოს, რათა ხაზი გავუსვათ ამ ასტროლოგიური ნიშნის სიძლიერეს. 

Mystic J-ის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი ავანგარდული ფეხის სამაჯური ვერძის ზოდიაქოს ნიშნის პოზიტიურ მახასიათებლებს, თვისებებს და ენერგიას გადმოსცემს.

 ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!

 

  • უნიკალური დიზაინი
  • სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი
  • სტერლინგის ვერცხლი 925
  • არ შეიცავს ნიკელს
  • ამოტვიფრულია მეტალის სინჯი და Mystic J ლოგო
  • ლიმიტირებული რაოდენობა
  • მზადდება შეკვეთით 


სპეციფიური აღწერა

ფეხის სამაჯური გამოსახავს ვერძის ზოდიაქოს ნიშანს. ვერძის სიმბოლო მეორდება სამკაულზე. ვერძის ფეხის სამაჯური არის მოდური და თანამედროვე აქსესუარი, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ცეცხლოვან სექსუალურ ენერგიას. თუ გინდათ, რომ თქვენი სტილი მოდის უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოთ მაშინ, გამოიყენეთ ეს აქსესუარი კომბინაციაში ვერძის სხვა სამკაულთან და აჩვენეთ სამყაროს  თქვენი უნიკალურობა სიმეტრიული ავანგარდის სტილში. 


ისეთივე უნიკალური როგორც შენ  
ვინაიდან სამკაული არის სრულად ხელნაკეთი და თითოელი ნივთი მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად დასრულებულ პროდუქტში ყოველთვის არის მოსალოდნელი მცირედი სხვაობა. 




Net Orders Checkout

Item Price Qty Total
Subtotal
Shipping
Total

Shipping Address

Shipping Methods

×

Call for Price

I agree to my email being stored and used to receive the newsletter.