Mystic J - ის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი ქალწულის საყურე, სიმეტიურლ ავანგარდში, ყველაზე პერფექციონისტი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვისაა შექმნილი. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი, იგივე ასცენდენტი ქალწულია, Mystic J-ის ქალწულის საყურე აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი სამკაული. ან თუ გსურთ თქვენში ქალწულის ენერგიის კულტივირება, ნიშნისა რომელიც გამოირჩევა ისეთი საოცარი თვისებებით, როგორიც არის სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი, სიმშვიდე, მოწესრიგებულობა და პერფექციონიზმი, მაშინ Mystic J ის ქალწულის სამკაული თქვენთვისაა შექმნილი.
Mystic J - ი ქალწულის საყურის დიზაინით, გადმოსცემს ქალწულის ზოდიაქოს ნიშინის სიმბოლოს შინარს და ენერგიას. ქალწულის ნიშანი მეექვსე ასტოლოგიურ სახლს განაგებს, რომელიც ჯანმრთელობის, ყოველდღიური პასუხიმგებლობების და შიანური ცხოველების სახლია. ქალწული მიწის რიგთ მეორე ნიშანია. ნიშნის სიმბოლო „ქალწული“ პირველ რიგში ნიშნავს სისუფთავეს მათ ზრახვებში და ცხოვრებისეული მიისიის ძიების სურვილს. პერფქციონისტი ქალწული, საკუთარი უნარების განვითარებისათვის არასდროს იზარებს შრომას. როგორც მიწის ანალიტიკური ნიშანი, გადაწყვეტილებას, მხოლოდ ყველა დეტალის გააზრების შემდეგ იღებს. ქალწულს აქვს საოცარი უნარი, ერთმანეთისგან აშკარად განსხვავებულ მოვლენებს შორის იპოვოს ჰარმონიული კავშირი. გულმოდგინე და დაკვირვებული ქალწული საღად აზროვნებს და სწრაფად ითვისებს ახალს. მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს დაგეგმვა, წესრიგის დამყარება და სრულყოფილების მიღწევა. შრომისმოყვარე ქალწული ბედნიერია, როდესაც ოჯახის და მეგობრების გულითად სამსახურშია. კომუნიკაციებისა და აზოვნების პლანეტა მერკური მართავს ნიშანს, შესაბამისად კომუნიკაცია მისი ძლიერი მხარეა. ქალწულს განსაკუთრებული კავშირი აქვს ბუნებასთან - სწორედ ამიტომ ის, როგორც წესი პასუხისმგებლობით ეკიდება ბუნებასთან ურთიერთობას და გარემოს დაცვას.
Mystic J-ის ავაგარდული, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი საყურის ინსპირაციაა ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დადებითი თვისებები და პოზიტიური ენერგია.
ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!
- უნიკალური დიზაინი
- სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი
- 925 სინჯის ვერცხლი
- არ შეიცავს ნიკელს
- ამოტვიფრულია მეტალის სინჯი და Mystic J ლოგო
- ლიმიტირებული რაოდენობა
სპეციფიური დახასიათება
ქალწულის საყურის უნიკალურ დიზაინში გაერთიანებულია ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო და უსასრულობის ნიშანი, რომელიც ქმინს ქალწულის სამკაულის ყველაზე ორიგინალურ ვერსიას. ქალწულის საყურე არის ელეგანტური და კომფორტული აქსესუარი, რომელიც ულამაზესად უსვამს ხაზს სახის კონტურს. თუ გსურთ იყოთ განსხვავებული და გამორჩეულად მოდური, მაშინ ქალწულის საყურე საუკეთესო არჩევანია. ატარეთ ჩვენი ქალწულის სამკაული და იგრძენით უსასრულო სრულყოფილება, რაც მუდმივ წინსვლას და განვითარებას ნიშნავს. ხოლო თუ გინდათ, რომ სრულყოფილებისა და მოდის ახალ საფეხურზე ახვიდეთ, ატარეთ ქალწულის საყურე კომბინაციაში, „ასტროლოგიური კოლექციის“ ქალწულის სხვა სამკაულებთან ერთად.
ისეთივე უნიკალური როგორც შენ
ვინაიდან სამკაული არის სრულად ხელნაკეთი და თითოელი ნივთი მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად დასრულებულ პროდუქტში ყოველთვის არის მოსალოდნელი მცირედი სხვაობა.