ტყუპების ყელსაბამი - სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში. აღმოაჩინეთ ორიგინალური, თანამედროვე და მოდური მისტიური სამკაული სავვტორო დიზაინით.
ტყუპების ყელსაბამი - სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში. აღმოაჩინეთ ორიგინალური, თანამედროვე და მოდური მისტიური სამკაული სავვტორო დიზაინით.
Gemini Avant-garde Statement Necklace - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J for your luxury look.
Gemini Avant-garde Statement Necklace - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J for your luxury look.
Gemini Avant-garde Statement Necklace - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J for your luxury look.

Mystic J

ტყუპების ყელსაბამი

ფასი
ერთეულის ფასი   
მიტანის სერვისი დაითვლება გადახდის გვერდზე

Mystic J-ის, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი ტყუპების ყელსაბამი, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია ყველაზე კომუნიკაბელური და ინტელექტუალური  ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი, ეგრედწოდებული, ასცენდენტი ტყუპებია, ჩვენი ტყუპების ყელსაბამი აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი აქსესუარი. ან თუ გსურთ საკუთარ თავში მოახდინოთ ტყუპების ენერგიის კულტივირება, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა საოცარი თვისებებით, როგორიცაა კომუნიკაცია, ადაპტაცია, ცნობისმოყვარეობა, ინტელექტი და მხიარულება, მაშინ Mystic J- ის ტყუპების სამკაული თქვენთვისა შექმნილი.

Mystic J, ტყუპების ყელსაბამის საშუალებით, გამოხატავს ამ ზოდიაქოს ნიშნის უნიკალურ ნიშან-თვისებებს. ტყუპები არის მუტაბელური, მამრობითი ენერ­გე­ტი­კის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც განაგებს კომუნიკაციის, გადაადგილების და ნათესავების მე-3-ე ასტროლოგიურ სახლს. ტყუპები არის პირველი ჰაერის ზოდიაქოს ნიშანი. ტყუპების ზოდიაქოს სიმბოლოა ტყუპი წყვილი. მათ ხშირად ახასიათებენ როგორც მერყევ, ცვალებადი ხასიათის ადამიანს, რომელშიც თითქოს ორზე მეტი პიროვნებაა გაერთიანებული სხვადასხვა მისწრაფებებითა და ინტერესებით. თუმცა ტყუპების ეს იდუმალი გაორება შესაძლებებლია გამოიხატოს ერთი საკითხის სხვადასხვა რაკურსით დანახვაში. ტყუპები ძალიან მხიარულები და ინტელექტუალურად ცნობისმოყვარეები არიან. გონებამახვილი ტყუპები ცნობილნი არიან, როგორც ზოდიაქოს სოციალური პეპლები. ტყუპებს მარტივად და სწრაფად შეუძლიათ ერთი იდეიდან მეორეზე გადაწყობა. ცხოვრებისეულ სიახლეებს სიხარულით და ინტერესით ხვდებიან. რადგან, კომუნიკაციისა და აზროვნების პატერნების პლანეტა, მერკური მართავს ნიშანს, მათთვის ინტელექტუალური განვითარება და კომუნიკაცია უპირველესია.

Mystic J-ის ხელნაკეთი, თანამედროვე და ავანგარდული ყელსაბამი ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის პოზიტიური მახასიათებლების, თვისებების და ენერგიის მატარებელია.

  ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!

 

  • უნიკალური დიზაინი
  • სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი
  • 925 სინჯის ვერცხლი
  • არ შეიცავს ნიკელს
  • ამოტვიფრულია მეტალის სინჯი და Mystic J ლოგო
  • ლიმიტირებული რაოდენობა
  • მზადდება შეკვეთით 

       

      სპეციფიური აღწერა 

      Mystic J-ის ტყუპების სიმბოლოს უნიკალური ვერსია საკმაოდ გამორჩეული და განსხვავებულია თავისი თანამედროვე, მოდური და ელეგანტური დიზაინით. თუ გსურთ მოდური, ორიგინალური და ძვირფასი ელფერი მიანიჭოთ თქვენს Look-ს, ტყუპების ძვირფასი და თანამედროვე ყელსაბამი საუკეთესო არჩევანია. ატარეთ ტრყუპების ყელსაბამი ტყუპების სხვა აქსესუარებთან კომბინაციაში ჩვენი ასტროლოგიის კოლექციიდან და იყავით გამორჩეული.


      ისეთივე უნიკალური როგორც შენ  
      ვინაიდან სამკაული არის სრულად ხელნაკეთი და თითოელი ნივთი მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად დასრულებულ პროდუქტში ყოველთვის არის მცირედი სხვაობა. 


      Net Orders Checkout

      Item Price Qty Total
      Subtotal
      Shipping
      Total

      Shipping Address

      Shipping Methods

      ×

      Call for Price

      I agree to my email being stored and used to receive the newsletter.