Mystic J-ის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი ტყუპების საყურე, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია ყველაზე კომუნიკაბელური და ინტელექტუალური ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი, ე.წ., ასცენდენტი ტყუპებია, ჩვენი ტყუპების საყურე აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი აქსესუარი. ან თუ გსურთ საკუთარ თავში მოახდინოთ ტყუპების ენერგიის კულტივირება, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა საოცარი თვისებებით, როგორიცაა კომუნიკაცია, ადაპტაცია, ცნობისმოყვარეობა, ინტელექტი და მხიარულება, მაშინ Mystic J- ის ტყუპების სამკაული თქვენთვისა შექმნილი.
Mystic J, ტყუპების საყურის საშუალებით, გამოხატავს ამ ზოდიაქოს ნიშნის უნიკალურ ნიშან-თვისებებს. ტყუპები არის მუტაბელური, მამრობითი ენერგეტიკის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც განაგებს კომუნიკაციის, გადაადგილების და ნათესავების მე-3-ე ასტროლოგიურ სახლს. ტყუპები არის პირველი ჰაერის ზოდიაქოს ნიშანი. ტყუპების ზოდიაქოს სიმბოლოა ტყუპი წყვილი. მათ ხშირად ახასიათებენ როგორც მერყევ, ცვალებადი ხასიათის ადამიანს, რომელშიც თითქოს ორზე მეტი პიროვნებაა გაერთიანებული სხვადასხვა მისწრაფებებითა და ინტერესებით. თუმცა ტყუპების ეს იდუმალი გაორება შესაძლებებლია გამოიხატოს ერთი საკითხის სხვადასხვა რაკურსით დანახვაში. ტყუპები ძალიან მხიარულები და ინტელექტუალურად ცნობისმოყვარეები არიან. გონებამახვილი ტყუპები ცნობილნი არიან, როგორც ზოდიაქოს სოციალური პეპლები. ტყუპებს მარტივად და სწრაფად შეუძლიათ ერთი იდეიდან მეორეზე გადაწყობა. ცხოვრებისეულ სიახლეებს სიხარულით და ინტერესით ხვდებიან. რადგან, კომუნიკაციისა და აზროვნების პატერნების პლანეტა, მერკური მართავს ნიშანს, მათთვის ინტელექტუალური განვითარება და კომუნიკაცია უპირველესია.
Mystic J-ის ხელნაკეთი, თანამედროვე და ავანგარდული საყურე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის პოზიტიური მახასიათებლების, თვისებების და ენერგიის მატარებელია.