Mystic J - ის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი, სასწორის სამაჯური, სიმეტრიულ ავანგარდში, ყველაზე ჰარმონიული და გაწონასწორებული ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვისაა შექმნილი. თუ კი თქვენი აღმავალი ნიშნანი, იგივე ასცენდენტი სასწორია, მაშინ ჩვენი სასწორის სამაჯური აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი აქსესუარი. ან თუ გინდათ, რომ საკუთარ თავში გამოიმუშავოთ ნიშნის ენერგია, რომელიც გამოირჩევა ისეთი თვისებებით, როგორიცა გაწონასწორებულობა, ინტელექტუალურობა, დიპლომატიურობა, დახვეწილი გემოვნება და მიმზიდველობა მაშინ Mystic J-ის სასწორის სამკაული თქვენთვისაა შექმნილი.
Mystic J - ი სამაჯურის დიზაინით გამოხატავას ამ ნიშნის სიმბოლოს მნიშვნელობას და პოზიტიურ ენერგიას. სასწორი ასტროლოგიის მე-7-ე, პარტნიორობის სახლს განაგებს. ის ჰაერის მეორე ნიშანია, რომლის სიმბოლოც არის - სასწორი, რომელიც სამართლიანობას და თანასწორობას ნიშნავს.
სასწორს მისი მომხიბვლელობა, გაწონასწორებულობა და ჰარმონიულობა, ეხმარება ნებბისმიერი პრობლემის მხოლოდ დიპლომატიური გზებით მოგვარებაში. ის მუდმივად იბრძვის სამართლიანობისა და თანასწორობისათვის. ჰარმონიული ურთიერთობა სასწორისთვის უმნიშვნელოვანესია. ისინი იხიბლებიან ლამაზი გარეგნობით, მუდმივი დისკუსიებითა და საინტერესო ადამიანებით.
სასწორს საოცრად უყვარს მაღალი მოდა, ხელოვნება და მუსიკა. ეს ნიშანი ცნობილია, როგორც ყველაზე დიდი ესთეტი ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომელსაც გამორჩეულად კარგი გემოვნება აქვს. ჰარმონიის, სიყვარულის და სილამაზის პლანეტა ვენერა მართავს ამ ნიშნას, სწორედ ამიტომ ესთეტიკა, სტილი და პარტნიორი ცხოვრებაში მისთვის პირველხარისხოვანია.
Mystic J-ის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი, მოდური, ავანგარდული სამაჯურის ისპირაციაა სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ნიშნის დადებითი თვისებები და პოზიტიური ენერგია.
ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!
- უნიკალური დიზაინი
- სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი
- 925 სინჯის ვერცხლი
- არ შეიცავს ნიკელს
- ამოტვიფრულია Mystic J ლოგო
- ლიმიტირებული რაოდენობა
სპეციფიური აღწერა
სასწორის მინიმალისტური სამაჯური არის რეგულირებადი და კომფორტული. სასწორის სამაჯურის დიზაინში სასწორის ზოდიაქოს ნიშნის გაწონასწორებულობა და ჰარმონია მკაფიოდ იგრძნობა. თუ გინდათ იყოთ ორიგინალური, გამორჩეული და ხაზი გაუსვათ თქვენს ავთენტურობას, სასწორის სამაჯური საუკეთესო არჩევანია. ატარეთ სასწორის სამაჯური, „ასტროლოგიის კოლექციიდან“ სასწორის სხვა სამკაულებთან ერთად და იყავით გამორჩეულად ელეგანტური.
ისეთივე უნიკალური როგორც შენ
ვინაიდან სამკაული არის სრულად ხელნაკეთი და თითოელი ნივთი მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად დასრულებულ პროდუქტებს შორის ყოველთვის არის მოსალოდნელი მცირედი სხვაობა.