მორიელის ყელსაბამი - მოდური საავტორო დიზაინი, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში ან 750 სინჯის ოქროში, 0,03 კარატის ბრილიანტით
მორიელის ყელსაბამი - მოდური საავტორო დიზაინი, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში ან 750 სინჯის ოქროში, 0,03 კარატის ბრილიანტით
მორიელის ყელსაბამი - მოდური საავტორო დიზაინი, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში ან 750 სინჯის ოქროში, 0,03 კარატის ბრილიანტით
მორიელის ყელსაბამი - მოდური საავტორო დიზაინი, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში ან 750 სინჯის ოქროში, 0,03 კარატის ბრილიანტით
მორიელის ყელსაბამი - მოდური საავტორო დიზაინი, სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში ან 750 სინჯის ოქროში, 0,03 კარატის ბრილიანტით
Scorpio Choker - Fully handmade in Sterling Silver 925, plated in black Rhodium, with Diamond 0,03CT. Contemporary unique design by Mystic J, for your sexual look.
Scorpio Choker - Fully handmade in Sterling Silver 925, plated in black Rhodium, with Diamond 0,03CT. Contemporary unique design by Mystic J, for your sexual look.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ყელსაბამი, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში 925, 0,03 კარატის ბრილიანტით.
Scorpio Choker - Fully handmade in Sterling Silver 925, with Diamond 0,03CT. Contemporary unique design by Mystic J, for your sexual look.
Scorpio Jewelry Fully handmade in sterling silver 925, with diamond 0,03CT. Contemporary unique designs by Mystic J for your sexual look.

Mystic J

მორიელის ყელსაბამი

ფასი
ერთეულის ფასი   
მიტანის სერვისი დაითვლება გადახდის გვერდზე

Mystic J - ის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი მორიელის ყელსაბამი, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია ყველაზე სექსუალური და მისტიკური ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი მორიელია, ცნობილი როგორც ასცენდენტი, ჩვენი მორიელის ყელსაბამი აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი აქსესუარი. ან თუ გსურთ მორიელის ენერგიის კულტივირება თქვენში, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა ისეთი საოცარი თვისებებით, როგორიცაა ვნება, ძალა, სიმამაცე, ამბიცია, ტრანსფორმაცია, სიღრმისეულობა, ფანტაზია, სექსუალურობა, მისტიკურობა და მიზანდასახულობა, მაშინ Mystic J-ის მორიელის სამკაული თქვენთვისაა შექმნილი.

Mystic J, მორიელის ყელსაბამის დიზაინით, ამ ნიშნის უნიკალურ პოზიტიურ თვისებებს და ენერგიას გადმოსცემს. მორიელი არის ფიქსირებული მდედრობითი ენერგეტიკის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მართავს სექსის და ტრანსფორმაციის მე-8 ასტროლოგიურ სახლს. ეს არის წყლის ზოდიაქოს მეორე ნიშანი. მორიელის ზოდიაქოს სიმბოლოა მორიელი, რომელიც წარმოადგენს ინტენსივობას, სიღრმეს და აკვიატებულობას. მორიელები ცნობილნი არიან ისეთი თვისებებით, როგორიცაა სექსუალობა, ძალა და გადაწყვეტილების მიღება. ისინი ძალიან მაცდურები და ენიგმატურები არიან. მორიელები ყოველთვის აცნობიერებენ სიტუაციას, გამოირჩევიან პირდაპირობით და მკაფიო მოქმედებით. მორიელი თავიდან როგორც წესი ფრთხილია და მათ შეიძლება შექმნან ”ტესტების” სერია მათი პოტენციური პარტნიორისთვის, რათა გადაწყვიტონ აკმაყოფილებენ თუ არა მათ მოთხოვნებს. მორიელს უფრო მეტად უყვარს და უფრო ძლიერად იბრძვის, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნები. მას სურს, რომ მისი პარტნიორი გულწრფელი იყოს. მორიელებს ყოველთვის შეუძლიათ თქვან ზუსტად ის, რასაც ფიქრობენ, მაშინაც კი, თუ ეს არ არის ის, რისი მოსმენაც გარშემომყოფებს სურთ. მორიელი პირდაპირი და გულწრფელია და ეს ორი მახასიათებელი დიდ პატივისცემას იწვევს, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ვნებიანმა და ინტენსიურმა მორიელებმა იციან რა უნდათ და პირდაპირ მიდიან მიზნისკენ. ისინი გამოირჩევიან სიმამაცით და სამართლიანობით. მათ აქვთ უნიკალური იუმორის გრძნობა. მორიელების სამყაროზე ზოგჯერ ცინიკური დამოკიდებულება კრეატიული, ჭკვიანური და სასაცილოა.

ტრანსფორმაციის პლანეტა - პლუტონი და ომის პლანეტა - მარსი, მართავს მორიელს. ამიტომ, მორიელებს არ ეშინიათ გამოწვევების და ისინი ყოველთვის მზად არიან მათ დასაძლევად. ამასთან, მორიელებისთვის სექსუალური ურთიერთობა და ცხოვრების მისტიური მხარე უმთავრესია. მათთვის რაც დამალულია, ის უფრო საინტერესოა, ვიდრე აშკარა.

Mystic J-ის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი, მოდური, ავანგარდული ყელსაბამის ისპირაციაა მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ნიშნის დადებითი თვისებები და პოზიტიური ენერგია.ა.


ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!

    

  • უნიკალური დიზაინი
  • სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი
  • 925 სინჯის ვერცხლი
  • დასრულებული შავ როდიუმში
  • ბრილიანტი 0.03 კარატი 
  • არ შეიცავს ნიკელს
  • ამოტვიფრულია მეტალის სინჯი და Mystic J ლოგო
  • ლიმიტირებული რაოდენობა   

 


    სპეციფიური აღწერა 


    მორიელის ყელსაბამი Mystic J -ს სავიზიტო დიზაინია, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარულობა მთელი მსოფიოს მასშტაბით.
    მორიელის უნიკალური ყელსაბამი შედგება ეგრეთწოდებული ჩოკერისგან და გრძელი ჯაჭვისგან, რომელიც სრულდება მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ბრილიანტიანი სიმბოლოთი. ყველაზე სექსუალური და მისტიკური მორიელის ყელსაბამი შეგიძლიათ ატაროთ ჯაჭვით უკანა ან წინა მხარეს. ჩვენი უნიკალური მორიელის ყელსაბამი ყველაზე ორიგინალურად და საინტერესოდ გამოხატავს მორიელის ზოდიაქოს ფსიქოტიპს. შავი მორიელი დასრულებულია შავ როდიუმში, რაც ბრილიანტის ბრწყინვალებას კიდევ უფრო კაშკაშას ხდის. მორიელის ყელსაბამი საუკეთესო არჩევანია მდიდრული და სექსუალური look-ისთვის. თუ გსურთ იყოთ უფრო მოდური, ატარეთ თქვენი მორიელის ყელსაბამი მორიელის სხვა სამკაულებთან კომბინაციაში ჩვენი ასტროლოგიის კოლექციიდან, რაც მოგცემთ საშუალებას, რომ იყოთ კლასიკურად სექსუალური თანამედროვე სტილში. . მორიელის სამკაულის უნიკალური დიზაინი ჩვენი სიმეტრიული ავანგარდის ყველაზე მისტიკური გამოვლინებაა.


    ისეთივე უნიკალური როგორც შენ  
    ვინაიდან სამკაული არის სრულად ხელნაკეთი და თითოელი ნივთი მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად დასრულებულ პროდუქტებს შორის ყოველთვის არის მცირედი სხვაობა. 


    Net Orders Checkout

    Item Price Qty Total
    Subtotal
    Shipping
    Total

    Shipping Address

    Shipping Methods

    ×

    Call for Price

    I agree to my email being stored and used to receive the newsletter.