Mystic J - ი სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი მერწყულის სამაჯური, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია ყველაზე რევოლუციური და თავისუფლების მოყვარული ორიგინალური ნიშნის ქვეშ დაბადებულლი ადამიანებისთვის. თუმცა, თუ თქვენი ზოდიაქოს აღმავალი ნიშანი, იგივე ასცენდენტი მერწყულია მაშინ Mystic J-ის მერწყულის სამაჯური აუცილებალად გახდება თქვენი საყვარელი აქსესუარი. ან თუ გსურთ, ამ ნიშნის საოცარი ენერგიის კულტივირება, ნიშნის ენერგიისა, რომელიც გამოირჩევა ისეთი თვისებებით როგორიცაა ორიგინალურობა, ნოვატორობა, პროგრესულობა, უნიკალურობა, ინტელექტუალურობა, მაშინ Mystic J-ის მერწყულის სამკაული თქვენთის არის შექმნილი.
Mystic J-ი მერწყულის სამკაულის დიზაინის ინსპირაციაა ამ ნიშნის უნიკალური მაზასიათებლები და პოზიტიური ენერგია. მერწყული მეგობრობისა და დიდი ოცნებების მე-11-ე ასტროლოგიურ სახლს მართავს. ის ჰაერის რიგით ბოლო ნიშანია. მერწყულის სიმბოლო, წყლის მატარებელი მისტიური მკურნალია, რომელიც იძლევა წყალს ანუ სიცოცხლეს მიწაზე.
ექსცენტიული მერწყული ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს იყოს ნოვატორი. მათთის მნიშნვნელოვანია თავისუფლება. მერწყულს ყოველთვის გამოარჩევთ მასისგან განსაკუთრებული მოდური სტილით, უცნაური გატაცებებით და არაკომფრომისტული დამოკიდებულებებით. რევოლუციონერულად მოაზროვნე მერწყული, ყოველთვის მხარს უჭერს სიახლეებს, აცნობიერებს „ხალხის ძალას“ და ისწრაფვის რადიკალური პროგრესის გზით შეცვალოს მსოფლიო. ეს ნიშანი მუდმივად ისწრაფვის თანასწორობისკენ, უყვარს გუნდური მუშაობა და ყველაზე მეტად იხიბლება ადამიანებთან საინტერესო საუბრით. მერწყულს აღმოჩენების, გამოგონებების, პროგრესის და ინდივიდუალიზმის პლანეტა ურანი განაგებს. შესაბამისად, ორიგინალურობა, პროგრესი და თავისუფლება მერწყულისთვის უმთავრესია ცხოვრებაში.
Mystic J-ის ხელნაკეთი, ელეგანტური და ავანგარდული მერწყულის სამკაული სწორედ ამ უნიკალური ნიშნის თვისებებით და პოზიტიური ენერგიით არის ინსპირირებული..
ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!
- უნიკალური დიზაინი
- სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი
- 925 სინჯის ვერცხლი
- არ შეიცავს ნიკელს
- ამოტვიფრულია მეტალის სინჯი და Mystic J-ის ლოგო
- ლიმიტირებული რაოდენობა
მერწყულის სამაჯური იმეორებს მერწყულის ზოდიაქოს სიმბოლოს ფორმას, არის კომფორტული და რეგულირებადი თანამედროვე აქსესუარი. ჩვენი უნიკალური დიზაინი გადმოსცემს მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის თავისუფლებას, ორიგინალურობას და ჰაეროვნებას. თუ გინდათ, რომ თქვენ look-ს შემატოთ მეტი ინდივიდუალურობა, მერწყულის სამაჯური საუკეთესო არჩევანია. ატარეთ მერწყულის სამაჯური მერწყულის სხვა სამკაულებთან კომბინაციაში ასტროლოგიის კოლექციიდან და გამოხატეთ თქვენი ორიგინალურობა სიმეტრიულ ავანგარდში.