Mystic J - ი სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი თხის რქის საყყურე, სიმეტრიულ ავანგარდში შექმნილია ამ მიზანდასახული, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით გამორჩეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი არის თხის რქა, იგივე ასცენდენტი, ჩვენი თხის რქის საყურე აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი აქსესუარი. ან თუ გსურთ საკუთარ თავში თხის რქის ენერგიის კულტივაცია, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა ისეთი საოცარი თვისებებით, როგორიცაა ამბიცია, თვითკონტროლი, მიზანდასახულობა, პრაქტიკულობა, პასუხისმგებლობა, სტაბილურობა, დამოუკიდებლობა, ფოკუსირება გრძელვადიან მიზნებზე, მაშინ თხის რქის Mystic J-ის სამკაულები თქვენთვისაა შექმნილი.
Mystic J თხის რქის სამკაულის ინსპირაციაა ამ ნიშნის უნიკალური მახასიათებლები და პოზიტიური ენერგია. თხის რქა არის კარდინალური მდედრობითი ენერგეტიკის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მართავს კარიერის, სტატუსისა და ამბიციის მე-10 ასტროლოგიურ სახლს. თხის რქა არის ბოლო მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშანი. თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლოა მითოლოგიური არსება ზღვის თხა, რომელიც პირველ რიგში წარმოადგენს სიბრძნეს და შეუჩერებელ ამბიციებს. ამბიციური თხის რქა გამოცდილია მატერიალურ და ემოციურ სფეროებში ნავიგაციისთვის. თხის რქები იყენებენ თავიანთ შინაგან სიმტკიცეს იმის დასაძლევად, რაც მათსა და მათ გრძელვადიან მიზნებს შორის დგას. თხის რქას ვერაფერი შეაჩერებს წინსვლასა და წარმატების მიღწევაში. გარდა ამისა, ისინი შესანიშნავი ლიდერები არიან, რადგან თხის რქები თვითკონტროლის ოსტატები არიან და აქვთ მმართვის საოცარი ტალანტი, ისინი ქმნიან მყარ ნიადაგს, სახავენ რეალისტურ გეგმებს და ხარისხიანად , წარმატებით მართავენ დიდ კომპანიებს. მათი შესანიშნავი უნარი, სწავალა შეცდომებზე და გამოცდილების გათვალისწინება, თხის რქებს ეხმარება მიაღწიონ მაღალ საფეხურებს მხოლოდ მათი ღრმა ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე. რადგანაც სატურნი, პასუხისმგებლობის, ერთგულების, პროდუქტიულობის, დიდი და სერიოზული მიღწევების პლანეტა განაგებს ნიშანს, კარიერული წარმატება, სტატუსი, დასახული მიზნების მიღწევა და ცხოვრებისეული აღმასვლა თხის რქებისთვის უპირველესია.
Mystic J-ის ხელნაკეთი, ელეგანტური და ავანგარდული თხის რქის სამკაული სწორედ ამ უნიკალური ნიშნის თვისებებით და პოზიტიური ენერგიით არის ინსპირირებული.
ატარე ძვირფასი სამკაული შინაარსით!