Mystic Team


Mystic J არის ავანგარდის, მისტიკის და მოდის სინთესი. ბრენდის მიზანია სხვადასხვა კულტურების ეზოთერული, მისტიკური და ისტორიული სიმბოლოებისა და ნიშნების გარდაქმნა ავანგარდულ სამკაულად, აქსესუარებებად და მოდურ სამოსად.
ჩვენი უნიკალური დიზაინები უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი და თანამედროვე სამკაული. ისინი გადმოსცემენ ეზოთერული სიმბოლოების ისტორიას, მნიშვნელობას და ენერგიას, სადაც თითოეული დეტალი ზუსტად არის დაგეგმილი და გათვლილი.
Mystic J-ის გუნდი
Mystic J-ის ბრენდის კონცეფცია 2020 წელს სალე ალდასა და ეკატერინე ჩართოლანის მიერ შეიქმნა. მას შემდეგ, რაც დამფუძნებლებმა შექმნეს ბრენდის ფილოსოფია და შემოქმედებითი მიმართულება, დუდა გელოვანი და ნანუკა ჩართოლანი შეუერთდნენ კომპანიას, როგორც მარკეტინგის წარმოების და წარმოების ხელმძღვანელები. თითოეული მიმართულების ხელმძღვანელმა შექმნა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი. ბრენდის სათაო ოფისი შეიქმნა ესპანეთში, ხოლო წარმოება დაიწყო საქართველოში. ძალიან მოკლე დროში, კოორდინებული და უწყვეტი მუშაობის შედეგად, ბრენდმა 2021 წლის იანვარში წარმოადგინა თავისი პირველი კოლექცია "Astrology Collection". Mystic J-იმ პირველი კოლექციის უნიკალური, განსხვავებული და შინაარსიანი დიზაინებით მალევე მოიპოვა ესპანელი მომხმარებლის სიყვარული. კოლექციას გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა დიდი გამოხმაურება ესპანეთში. პირველი კოლაბორაცია შედგა Netflix-ის ცნობილ სერიალ ELITE - თან, შემდეგ მას მოჰყვა კოლაბორაციები ყველაზე რეიტინგულ ესპანურ ტელე გადაცემებთან, როგორიც არის Supervivientes და Maestro de la costura. 
Elite Netflix
 Supervivientes Maestros de la costura
Mystic J- ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სალე ალდამ შეიმუშავა უნიკალური ბიზნეს მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხიან წარმოებას და მომსახურეობის უნიკალურ სისტემას ევროპული სტანდარტის შესაბამისად. Mystic J-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მომხმარებელთა კმაყოფილება და მდგრადი მოდაა. სალე ალდა იყენებს თავის ცოდნას და გამოცდილებას Sustainable Development – მდგრადი განვითარების, ნანო მეცნიერებებისა და ნანო ტექნოლოგიების სფეროში. მდგრადი ბიზნეს გარემო აისახება თითოეულ ჩვენს პროდუქტზე, რომელიც ინდივიდუალურად მზადდება თითოეული მომხმარებელისთვის, შეკვეთის მიღების შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს მასობრივი წარმოება, რადგან მას აქვს მავნე ზეგავლენა პლანეტაზე, გარემოს დაბინძურების კუთხით. სალე ალდამ შეიმუშავა სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა, რომელიც მოისაზრებს წრიულ ეკონომიკას, რაც ჩვენი ბრენდის კულტურის შემადგენელი ნაწილია და მას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვანხორციელებთ.
სამკაულის დიზაინი
Mystic J- ის თანადამფუძნებელი, შემოქმედებითი ხელმძღვანელი და დიზაინერი, ეკატერინე ჩართოლანქმნის ავანგარდულ სამკაულებს, რომლებიც გამოხატავს ეზოთერული ნიშნებისა და სიმბოლოების სილამაზეს, ისტორიას, მნიშვნელობას და ენერგიას სხვადასხვა მსოფლიო კულტურებიდან. მან შეიმუშავა ბრენდის უნიკალური კონცეფცია და ორიგინალური შემოქმედებითი მიმართულება, რასაც Mystic J-ის კორპორატიული კულტურა და მისი თითოეული გამორჩეული და განსხვავებული დიზაინი გადმოსცემს. ეკატერინეს ყველა დიზაინი უნიკალური, ექსტრაორდინალური, თანამედროვე და მოდურია. მისი სპეციფიური სტილი "სიმეტრიული ავანგარდი" საოცრად გადმოსცემს სიმბოლოებისა და ნიშნების შინაარსა და სილამაზეს, რომელიც ღრმა ემოციებს აღვიძებს. მისი პირველი დიზაინები შთაგონებულია ასტროლოგიით, მან ასტროლოგია გადმოიტანა არტში. სწორედ ამიტომ, Mystic J-იმ პირველად წარმოადგინა "Astrology Collection". ეკატერინემ პირველი კოლექციის შემდეგ, მალევე დაასრულა მეორე ასევე საინტერესო კოლექცია - "Alquimia" რომელსაც ბრედი უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. მეორე კოლექციის უნიკალური დიზაინები შთაგონებულია ალქიმიური სიმბოლიკით. 
ბრენდის წარმოების ხელმძღვანელი ნანუკა ჩართოლანი, პროფესიონალი გუნდის საიუველირო ოსტატების მეშვეობით, ჩვენს უნიკალურ დიზაინს ბრწყინვალე სამკაულად გარდაქმნის. ნანუკა, თავისი ნახატებით, აცოცხლებს თითოეულ ჩვენს დიზაინს. გარდა მხატვრობისა ის ასევე ქმნის საოცარ დიზაინებს - არტს, რომელიც შეგიძლია ატარო (ლომის სამკაული - Astrology Collection).
ჩვენი სამკაულის დიზაინს ეკატერინე ჩართოლანი იწყებს იდეის ქაღალდზე გადატანით. შემდეგ ნანუკა განაგრძობს დიზაინების მხატვრული ესკიზების შქმნას, რაც ხელს უწყობს თითოეული სიმბოლოდან წამოსული მნიშვნელობის, ემოციისა და ენერგიის აღქმას. ამის შემდეგ, ჩვენ ვადგენთ სამკაულის საბოლოო ნახაზს, რომლებიც ჩვენი პროფესიონალი იუვილერების მიერ, 100% ხელნაკეთ სამკაულად გარდაიქმნება. Mystic J-ის საბოლოო პროდუქტი, ჩვენს ძვირფას მომხმარებლთან მისვლამდე, ხარისხის მრავალჯერად კონტროლს გადის.
Aquarius - მერწყული
Mystic J– ის მარკეტინგის წარმოებზე ცნობილი სატელევიზიო პროდიუსერი დუდა გელოვანი ზრუნავს. მას ბრენდის პოპულარიზაცია შემდეგ საფეხურზე აჰყავს. Mystic J-ის ფოტოსესიები, სიმბოლიკისა და ნიშნების გათვალისწინებით, თემატურად იგეგმება. უნიკალური, მხატვრული და შინაარსიანი ფოტოსესიების ორგანიზებით, დუდა Mystic J-ის ავანგარდული ხელოვნების მესიჯს ახმოვანებს. ის საზოგადოებას უთარგმნის ჩვენი ბრენდის გზავნილს - შინაარსიან მოდას. მისი ხელმძღვანელობით იქმნება Mystic J-ის ყველა ფოტო და ვიდეო მასალა.
Mystic J Team

Mystic J არის გამორჩეული ბრენდი თავისი ფილოსოფიით, კულტურით და უნიკალური სტილით, რომელიც აერთიანებს ავანგარდული ხელოვნების, მოდის, განსხვავებული და ექსტრაორდინალური სტილის მოყვარულ საზოგადოებას. ჩვენ, უნიკალური ხელნაკეთი პროდუქციის საშუალებით, ჩვენს მომხმარებლებთან ერთად, სილამაზეს, სიყვარულს და შემოქმედებითი სულის თავისუფლებას გამოვხატავთ.

ყველა ეს შესანიშნავი კომპონენტი ხაზს უსვამს Mystic J-ის უნიკალურობას, რომელიც ქმნის ავანგარდული სულისკვეთებით შინაარსიანი მოდის სამკაულს, აქსესუარებს და სამოსს. 

ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!


Net Orders Checkout

Item Price Qty Total
Subtotal 0.00 GEL
Shipping
Total

Shipping Address

Shipping Methods

×

Call for Price

I agree to my email being stored and used to receive the newsletter.