ჩვენი სრულად ხელნაკეთი ქალწულის ბეჭედი, სიმეტიურლ ავანგარდში, ყველაზე პერფექციონისტი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვისაა შექმნილი. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი, იგივე ასცენდენტი ქალწულია, მაშინ Mystic J-ის ქალწულის ბეჭედი აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი სამკაული. ან თუ გსურთ თქვენში ქალწულის ენერგიის კულტივირება, ნიშნისა რომელიც გამოირჩევა ისეთი საოცარი თვისებებით, როგორიც არის სრულყოფილებისკენ სწრაფვა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი, სიმშვიდე, მოწესრიგებულობა და პერფექციონიზმი, მაშინ Mystic J ის ქალწულის სამკაული თქვენთვისაა შექმნილი.
Mystic J ქალწულის ბეჭედის საშუალებით, ამ ნიშნის ყველა საოცარ თვისებას გამოხატავს. ქალწულის ნიშანი მეექვსე ასტოლოგიურ სახლს განაგებს, რომელიც ჯანმრთელობის, ყოველდღიური პასუხიმგებლობების და შიანური ცხოველების სახლია. ქალწული მიწის რიგთ მეორე ნიშანია. ნიშნის სიმბოლო „ქალწული“ პირველ რიგში ნიშნავს სისუფთავეს მათ ზრახვებში და მიზნის პოვნის სურვილს. პერფქციონისტი ქალწული, საკუთარი უნარების განვითარებისათვის არასდროს იზარებს შრომას. როგორც მიწის ანალიტიკური ნიშანი, გადაწყვეტილებას, მხოლოდ ყველა დეტალის გააზრების შემდეგ იღებს. ქალწულს აქვს საოცარი უნარი, ერთმანეთისგან აშკარად განსხვავებულ მოვლენებს შორის იპოვოს ჰარმონიული კავშირი. გულმოდგინე და დაკვირვებული ქალწული საღად აზროვნებს და სწრაფად ითვისებს ახალს. მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს დაგეგმვა, წესრიგის დამყარება და სრულყოფილების მიღწევა. შრომისმოყვარე ქალწული ბედნიერია, როდესაც ოჯახის და მეგობრების გულითად სამსახურშია. კომუნიკაციებისა და აზოვნების პლანეტა მერკური მართავს ნიშანს, შესაბამისად კომუნიკაცია მისი ძლიერი მხარეა. ქალწულს განსაკუთრებული კავშირი აქვს ბუნებასთან - სწორედ ამიტომ ის, როგორც წესი პასუხისმგებლობით ეკიდება ბუნებასთან ურთიერთობას და გარემოს დაცვას. Mystic J-ის ავაგარდული, ხელნაკეთი ბეჭდის უკან დგას ქალწულის ნიშნისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებები და ენერგია.
ნუ ატარებთ უბრალოდ სამკაულს, ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!
ქალწულის უნიკალურ დიზაინში გაერთიანებულია ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო და უსასრულობის ნიშანი, რომელიც ქმნის ქალწულის სამკაულის ყველაზე ორიგინალურ ვერსიას. ქალწულის ბეჭედი არის ელეგანტური, რეგულირებადი და კომფორტული აქსესუარი. ქალწულის უნიკალური დიზაინი გადმოსცებს ამ საოცარი ზოდიაქოს ნიშნის სპეციფიურ ენერგიას. ატარეთ ჩვენი ქალწულის ბეჭედი და იგრძენით უსასრულო სრულყოფილება. ხოლო თუ გინდათ, რომ სრულყოფილებისა და მოდის ახალ საფეხურზე ახვიდეთ, ატარეთ ქალწულის საყურე კომბინაციაში „ასტროლოგიის კოლექციის“ ქალწულის სხვა სამკაულებთან ერთად.