ჩვენი სრულად ხელნაკეთი მორიელის საყურე, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია ყველაზე სექსუალური და მისტიკური ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი მორიელია, ცნობილი როგორც ასცენდენტი, ჩვენი მორიელის საყურე აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი აქსესუარი. ან თუ გსურთ მორიელის ენერგიის კულტივირება თქვენში, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა ისეთი საოცარი თვისებებით, როგორიცაა ვნება, ძალა, სიმამაცე, ამბიცია, ტრანსფორმაცია, სიღრმისეულობა, ფანტაზია, სექსუალურობა, მისტიკურობა და მიზანდასახულობა, მაშინ Mystic J-ის მორიელის სამკაული თქვენთვისაა შექმნილი.
Mystic J, მორიელის საყურის საშუალებით, გამოხატავს ყველა იმ საოცარ მახასიათებელს, რომელსაც ნიშანი ფლობს. მორიელი არის ფიქსირებული მდედრობითი ენერგეტიკის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მართავს სექსის და ტრანსფორმაციის მე-8 ასტროლოგიურ სახლს. ეს არის წყლის ზოდიაქოს მეორე ნიშანი. მორიელის ზოდიაქოს სიმბოლოა მორიელი, რომელიც წარმოადგენს ინტენსივობას, სიღრმეს და აკვიატებულობას. მორიელები ცნობილნი არიან ისეთი თვისებებით, როგორიცაა სექსუალობა, ძალა და გადაწყვეტილების მიღება. ისინი ძალიან მაცდურები და ენიგმატურები არიან. მორიელები ყოველთვის აცნობიერებენ სიტუაციას და ასევე მნიშვნელოვნად გამოირჩევიან პირდაპირობით და მკაფიო მოქმედებით. მორიელი თავიდან როგორც წესი ფრთხილია და მათ შეიძლება შექმნან ”ტესტების” სერია მათი პოტენციური პარტნიორისთვის, რათა გადაწყვიტონ აკმაყოფილებენ თუ არა მათ მოთხოვნებს. მორიელს უფრო მეტად უყვარს და უფრო ძლიერად იბრძვის, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნები. მას სურს, რომ მისი პარტნიორი გულწრფელი იყოს. მორიელებს ყოველთვის შეუძლიათ თქვან ზუსტად ის, რასაც ფიქრობენ, მაშინაც კი, თუ ეს არ არის ის, რისი მოსმენაც გარშემომყოფებს სურთ. მორიელი პირდაპირი და გულწრფელია და ეს ორი მახასიათებელი დიდ პატივისცემას იწვევს, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. ვნებიანმა და ინტენსიურმა მორიელებმა იციან რა უნდათ და პირდაპირ მიდიან მიზნისკენ. ისინი გამოირჩევიან სიმამაცით და სამართლიანობით. მათ აქვთ უნიკალური იუმორის გრძნობა. მორიელების სამყაროზე ზოგჯერ ცინიკური დამოკიდებულება კრეატიული, ჭკვიანური და სასაცილოა.
ტრანსფორმაციის პლანეტა - პლუტონი და ომის პლანეტა - მარსი, მართავს მორიელს. ამიტომ, მორიელებს არ ეშინიათ გამოწვევების და ისინი ყოველთვის მზად არიან მათ დასაძლევად. ამასთან, მორიელებისთვის სექსუალური ურთიერთობა და მისტიკა ცხოვრებაში უმთავრესია. მათთვის რაც დამალულია, ის უფრო საინტერესოა, ვიდრე აშკარა.
Mystic J- ის ხელნაკეთი ელეგანტური ავანგარდული საყურის უკან დგას მორიელის ზოდიაქოს ნიშნის პოზიტიური მახასიათებლები, თვისებები და ენერგია.
ნუ ატარებთ უბრალოთ სამკაულს, ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!