კირჩხიბის ბეჭედი
Cancer Ring - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J.
Cancer Ring - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J.
Cancer Ring - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J.
Cancer Ring - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J.
Cancer Jewelry Symmetric Avant-garde by Mystic J. If you want to take your style to the next level, wear our Cancer zodiac sign jewelry in combination.

Mystic J

კირჩხიბის ბეჭედი

Usual price
Unit price  by 
Tax included. TheShipping costs are calculated on the payment screen.

Mystic J-ის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი კირჩხიბის ბეჭედი, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია ამ მზრუნველი, ყურადღებინი და ემოციური ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი არის კირჩხიბი, რომელიც ცნობილია როგორც ასცედენტი, ჩვენი კირჩხიბის ბეჭედი აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი აქსესუარი. ან თუ გსურთ საკუთარ თავში კირჩხიბის ენერგიის კულტივირება, ზოდიაქოს ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა ისეთი საოცარი თვისებებით, როგორიცაა სიმტკიცე, ფანტაზია, ინტუიცია, ამბიცია, გამძლეობა, მზრუნველობა, ემოციური ინტელექტი და კრეატიულობა, მაშინ Mystic J-ის კირჩხიბის სამკაული თქვენთვისაა შექმნილი. 

Mystic J, კირჩხიბის ბეჭდის საშუალებით გამოხატავს ამ ზოდიაქოს ნიშნის უნიკალურ ნიშან-თვისებებს. კირჩხიბი არის კარდინალური, მდედრობითი ენერგეტიკის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მართავს სახლისა და ოჯახის მე-4 ასტროლოგიურ სახლს. კირჩხიბი არის პირველი წყლის ნიშანი. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლოა კიბორჩხალა, რომელიც წარმოადგენს კირჩხიბის შესაძლებლობას, არსებობდეს როგორც ემოციურ, ასევე მატერიალურ სფეროებში. კირჩხიბები ცნობილნი არიან ისეთი თვისებებით, როგორიცაა ერთგულება, ემოციური სიღრმე და მზრუნველობა. ისევე როგორც მათ სულიერ ცხოველს კიბორჩხალას, კირჩხიბებს მძლავრი თავდაცვითი ინსტიქტი აქვთ. თავდაპირველად, კირჩხიბი შეიძლება ცივი ან დისტანციური ჩანდეს. როგორც წესი, მათ დრო სჭირდებათ, რომ გამოავლინონ თავიანთი ნაზი ბუნება, ნამდვილი თანაგრძნობა და მისტიკური შესაძლებლობები. მათ გასაცნობათ ნამდვილად გჭირდებათ დრო. მზრუნველი კიბოები სენტიმენტალურები და ემოციურად მიჯაჭვულები არიან. კირჩხიბები არიან შესანიშნავი კომპანიონები და არაჩვეულებრივი პარტნიორები. მხიარული, მგზნებარე, გამჭრიახი, თავგადასავლების მოყვარული და გულღია კირჩხიბებმა იციან როგორ უნდა გაერთონ. მაგრამ რადგან მათი მმართველი პლანეტაა მთვარე, რომელიც ადამიანის ინტუიციას, ემოციებს და ქვეცნობიერს განაგებს, მთვარის ციკლი პირდაპირ აისახება მათ გუნება-განწყობაზე, რაც გამოიხატება მათ სწრაფ ემოციურ და ხასიათის ცვლილებებში. კირჩხიბს უყვარს არტი და სჭირდება გარკვეული ტიპის შემოქმედებითი აქტივობები, იქნება ეს მხატვრობა, წერა, თუ უბრალოდ კითხვა. კირჩხიბს ასევე აინტერესებს სულიერი და პიროვნული განვითარება. შესაბამისად ისინი ხშირად კომფორტულად გრძნობენ თავს რელიგიაში ან სხვადასხვა სულიერ თუ ეზოთერულ პრაქტიკაში. მაგრამ საბოლოოდ მათვის უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, ტრადიციებს და საკუთარ ფუძეს.

Mystic J-ის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი თანამედროვე, ავანგარდული ბეჭდის მიღმა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის პოზიტიური მახასიათებლები, თვისებები და ენერგია დგას.

ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!

 

  • უნიკალური დიზაინი
  • სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი
  • 925 სინჯის ვერცხლი
  • არ შეიცავს ნიკელს
  • ამოტვიფრულია მეტალის სინჯი და Mystic J ლოგო
  • ლიმიტირებული რაოდენობა
  • მზადდება შეკვეთით 

 

სპეციფიური აღწერა

კირჩხიბის ბეჭედი თანამედროვე, ავანგარდული და უნიკალური აქსესუარია, რომლის ტარებისას გრძნობთ დიზაინის უნიკალურობას, ლითონის სიძვირფასეს და სიმბოლოს პოზიტიურ ენერგიას. კირჩხიბის ბეჭედი არის რეგულირებადი და კომფორტული.
თუ თქვენ არ კმაყოფილდებით უბრალოდ სამკაულით, მოგწონთ განსხვავებული და ექსტრაორდინალური, მაშინ კირჩხიბის ბეჭედი საუკეთესო არჩევანია. ატარეთ კირჩხიბის ბეჭედი "ასტროლოგიის კოლექციიდან" კირჩხიბის სხვა სამკაულებთან ერთად და გააოცეთ გარშემომყოფები თქვენი უნიკალური სტილით.


ისეთივე უნიკალური როგორც შენ  
ვინაიდან სამკაული არის სრულად ხელნაკეთი და თითოელი ნივთი მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად დასრულებულ პროდუქტში ყოველთვის არის მოსალოდნელი მცირედი სხვაობა. 


Net Orders Checkout

Item Price Qty Total
Subtotal
Shipping
Total

Shipping Address

Shipping Methods

×

Call for Price

I agree to my email being stored and used to receive the newsletter.