Mystic J - ი სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი თევზების საყურე, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია ყველაზე ემპათიური, მისტიკური და ღრმა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი თევზებია, იგივე ასცენდენტი, ჩვენი თევზის საყურე აუცილებად თქვენი საყვარელი აქსესუარი გახდება. ან თუ გსურთ საკუთარ თავში თევზების ენერგიის კულტივაცია, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა ისეთი საოცარი თვისებებით, როგორიცაა თანაგრძნობა, ფანტაზია, ინტუიცია, ეზოთერული შესაძლებლობები, სიკეთე, ერთგულება, კრეატიულობა, მაგნიტიზმი და იდუმალება, მაშინ Mystic J-ის თევზების სამკაული თქვენთვისაა შქმნილი.
Mystic J-ი თევზების სამკაულის ინსპირაციაა ამ ნიშნის უნიკალური მახასიათებლები და პოზიტიური ენერგია. თევზები, არის მუტაბელური, მედედრობითი ენერგეტიკის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მართავს სიზმრების, საიდუმლოებისა და უხილავი სამყაროს მე-12 ასტროლოგიურ სახლს და იგი რიგით ბოლო წყლის ზოდიაქოს ნიშანია. თევზების ზოდიაქოს ნიშანის სიმბოლო ერთმანეთის საპირისპირო მხარეს მცურავი 2 თევზია, რაც წარმოადგენს თევზების ყურადღების მუდმივ გაორებას ფანტაზიასა და რეალობას შორის. მათ მოიხსენიებენ, როგორც მეოცნებეებს, რომლებიც ხშირად თავიანთ გამოგონილ რეალობაში ცხოვრობენ. თევზები, ბუნებით დაჯილდოვებულია ეზოთერული შესაძლებლობებით და ძლიერი ინტუიციით. თევზები, ხშირად ადამიანის ნამდვილ სახეს ემოციებით გრძნობენ და ამოიცნობენ. ისინი ასტოლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე ემპათიურები და ლოიალურები არიან. თევზებს, როგორც ბოლო ნიშანს, თითქოს გავლილი აქვს ყველა ნიშნის - სიხარული და ტკივილი, იმედები და შიშები. ემპათიური თევზები თანაგრძნობით ეკიდებიან გარშემომყოფებს, არასოდეს განგსჯით, შეუძლიათ უსასრულოდ და ყურადღებით გისმინოთ და გულწრფელად დაგეხმაროთ. მათ აინტერესებთ ცხოვრების სულიერი, მისტიკური და ოკულტური მხარე. თევზებისთვის სულიერების ძიება და სულიერი განვითარება უსასრულოა. ასევე, თევზები ცნობილია, როგორც ყველაზე კრეატიული ზოდიაქოს ნიშანი. მათი ნათელი და მდიდარი წარმოსახვის წყალობით, ისინი ხშირად ყველაზე კრეტიული და ორიგინალური იდეების ავტორები ხდებიან. როგორც წესი, თევზები ლოგიკით არ არიან შებოჭილები, როგორც სხვა ზოდიაქოს ნიშანების უმრავლესობა. მათი ღიაობა ახალი იდეებისადმი საშუალებას აძლევს, შეისწავლონ შემოქმედებითი გზები, რომლებიც სხვებმა შესაძლოა უგულვებელყონ, უარყონ ან არაპრაქტიკულად მიიჩნიონ. მეოცნებე თევზები ერთერთი საუკეთესოა ხელოვნებაში, მუსიკაში და მწერლობაში. ისინი თავიანთი გამორჩეულობის გამო, თავისდაუნებურად, ხშირად ხვდებიან ყურადღების ცენტრში. მათ აღტაცების მოსაპოვებლად არასოდეს სჭირდებათ პოზირება. თევზების მაგიური შემოქმედებითი ენერგია უსასრულო და ღმაა, ამიტომ მათი დამკვიდრებული სტილი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მისაბაძი ხდება. თევზები უკიდურესად გულუხვია. ეს ნიშანი ცნობილია იმით, რომ სხვების მოთხოვნილებებს საკუთარ თავზე მაღლა აყენებენ. ხშირად, ისინი საკუთარ ბედნიერებას სწირავენ სხვებს. თევზებს, აქვთ უნარი სხვისი უბედურებაც და ბედნიერებაც ისე განიცადონ, როგორც საკუთარი. მათ გამხნევების და დამშვიდების საოცარი უნარი აქვთ. ისინი ყოველთვის მზადყოფნაში არიან გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ყურადღებიანი და ერთგული თევზები, როგორც მეგობარი, ნამდვილი საგანძურია.
თევზების მმართველი პლანეტებია: ნეპტუნი - რომელიც განაგებს შემოქმედებით ენერგიას, სიზმრებს, უსაზღვრო ფანტაზიას, მუსიკას, ინსპირაციას და ილუზიებს და იუპიტერი, რომელიც განაგებს უმაღლეს განათლებას, კეთილდღეობას, იღბალს, სულიერებას და რელიგიას. სწორედ ამიტომ, თევზები აღმერთებენ მუსიკას, ცეკვას, ხელოვნებას და წვეულებებს. მიუხედავად ამისა, თევზებს სჭირდებათ საკუთარ თავთან განმარტოვება და ბუნებასთან სიახლოვე, რადგან მათთვის სულიერი ზრდა და თავიანთი ოცნებებისკენ სწრაფვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ნეპტუნის ჯადოქრებს თავიანთი ოცნებების ასასრულებლად საოცარი ძალა აქვთ.
Mystic J-ის ხელნაკეთი, ელეგანტური და ავანგარდული თევზემის სამკაული სწორედ ამ უნიკალური ნიშნის თვისებებით და პოზიტიური ენერგიით არის ინსპირირებული.
ატარე ძვირფასი სამკაული შინაარსით!