Refund policy
დაბრუნების პოლიტიკა
ჩვენი პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკაულს აღმოაჩნდება რაიმე დეფექტი ან არ შეესაბამება შკვეთილი სამკაულის დიზაინს, თუ მას აქვს საწარმოო დეფექტი და აღნიშნული დეფექტი არ არის გამოწვეული სამკაულის მოხმარების შედეგად.
გაითვალისწინეთ, რომ თუ შეკვეთა უკვე დამუშავებულია, მისი გაუქმება ან დაბრუნება შეუძლებელია. ამანათის მიღების თარიღიდან ჩვენ გვაქვს 10 დღიანი დაბრუნების და გაცვლის პოლისი. ანაზღაურებელი თანხა დამუშავდება და თქვენი საკრედიტო ბარათის ან გადახდის ორიგინალური მეთოდის საშუალებით ავტომატურად ჩაირთვება თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა.
გაითვალისწინეთ, რომ დაბრუნებული პროდუქტის სრული შემოწმება და დამუშავება შეიძლება 2-3 კვირას გაგრძელდეს. დაბრუნების ან გაცვლის უფლების მისაღებად თქვენი ნივთი უნდა იყოს გამოუყენებელი და იგივე მდგომარეობაში, რა სახითაც მიიღეთ. ის ასევე უნდა იყოს ჩვენს თავდაპირველ შეფუთვაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამკაულის გადაცვლა არ არის გარანტირებული. ვიანიდან Mystic J -ის სამკაულები იწარმოება მას შემდეგ, რაც ხდება შეკვეთის მიღება ანუ მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის.
ჩვენი ყველა სამკაული არის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთი და შეიძლება შეიცავდეს უმნიშვნელო და მცირედ განსხვავებებს. აღნიშნული დეტალები მიუთითებს რომ ნივთი მთლიანად ხელნაკეთია. ნივთის დაბრუნების ან გაცვლის შემთხვევაში უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტონულ მისამართზე info@mysticj.com და მოგვწეროთ დეტალური აღწერა, რა ნივთს აბრუნებთ, რა მიზეზით ან რაში გსურთ გადაცვლა. ამისათვის უნდა დააფიქსიროთ ასევე თქვენი შეკვეთის ნომერი, ჩვენ გიპასუხებთ 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში. გადაცვლისთვის მიუთითეთ ახალი სამკაული/ ზომა (თუ სამკაული არის ბეჭედი) რომლის მიღებაც გსურთ. Mystic J უფლებამოსილია შეაფასოს სამკაული და დაადგინოს აქვს თუ არა საწარმოო დაზიანება და არის თუ არა პროდუქტი სათანადოდ წარმოებული და დაადგინოს, ნივთი შეესაბამება თუ არა ჩვენი დაბრუნების პოლიტიკას. სამკაულის ფერის შეცვლა / გატეხვა ან ნივთის მასალის დაზიანება არ ჩაითვლება წუნად. ჩვენ არ ვცვლით სამკაულს, რომელიც ერთხელ უკვე გადაცვლილი გაქვთ. თქვენი ნივთების დაბრუნებისას ამანათის ტრანსპორტირების საფასური არ ბრუნდება, მაგრამ თუ ნივთი დაზიანებულია ან ჩვენი მხრიდან სხვა შეცდომის შედეგია ასეთ შემთხვევაში ჩვენ აგინაზღაურებთ ნივთის უკან დაბრუნების ტრანსპორტირების ღირებულებას. მხოლოდ ჩვენი დაბრუნების ავტორიზაციისა და გზავნილის ინსტრუქციის შესაბამისად.