Legal notice
გაფრთხილება !
მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ საქართველოში ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე და მხოლოდ ჩვენს მიერ მითითებულ მაღაზიებსა თუ ონლაინ მაღაზიებში.
ჩვენი დიზაინის სამკაული, რომელიც არ არის შეძენილი ჩვენს მიერ მითითებული ოფიციალური მომწოდებლებისგან, იცოდეთ, რომ ნივთი არ არის ორიგინალი და შესაბამისად არის კოპია, რაც პირველრიგში არის არალეგალური და კანონით დასჯადი. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიღებთ პასუხიმგებლობას ასეთი სახით შეძენილი ნივთის ხარისხზე და ძვირფასი მეტალის ნამდვილობაზე.
გირჩევთ, რომ ყოველთვის შეიძინოთ ორიგინალი ბრენდიგან, რადგან კოპირებულ სამკაულს, განსაკუთრებით თანამედროვე ავანგარდული სამკაულის შემთხვევაში, ვერ ექნება იგივე დგომა რაც ორიგინალს, რადგან უნიკალური დიზაინი ნიშნავს, რომ დიზაინერს გათვლილი აქვს თითოეული დეტალი და მილიმეტრი სამკაულში. გარდა ამისა, ბრენდი პასუხისმგებელია თავისი პროდუქციის ხარისხზე, ხოლო საეჭვო გარემოებაში შეძენილი ნივთი შესაძლოა არც კი აღმოჩდეს ძვირფასი მეტალი.
გახსოვდეთ, რომ ჩვენს სამკაულზე დატანილია Mystic J - ის ლოგო და მეტალის სინჯი. ასევე ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას, რადგან Mystic J - ი იყენებს მხოლოდ საკუთარი საავტორო დიზაინის სრულად და ეთიკურად ხელნაკეთ ხარისხიან შეფუთვას.
კოლეგების საყურადღებოდ!
ჩვენი უნიკალური დიზაინები დარეგისტრირებულია ოფიციალურად ესპანეთის პატენტებისა და ინტელექტუალური საკუთრების ევროპის საერთაშორისო სააგენტოში. შესაბამისად, ჩვენი დიზაინის კოპირება, დამზადება და გაყიდვა გამოიწვევს საკმაოდ დიდი ოდენობის ჯარიმას, რომლის აღსრულებაც განხორციელდება საარბიტრაჟო სასმართლოს მეშვეობით, სწრაფად და ეფექტურად ჩვენი საერთაშორისო ადვოკატების მიერ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ჩვენი ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენება, საერთაშორისო კანმონმდებლობით საავტორო უფლებების შესახებ თანახმად. საავტორო უფლებების კანონი, ასევე ვრცელდება ბრენდის მიერ შექმნილ და გამოქვეყნებულ შინაარსზე, სლოგანებზე და მუსიკაზე.
გთხოვთ, გამოვიჩინოთ კოლეგიალურობა და ურთიერთპატივისცემა ერთმანეთის და ჩვენს სფეროში მომუშავე პროპესიონალების მიმართ.