Mystic Culture


მორიელი - Mystic Box, უნიკალური ავანგარდული სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლის ძვირფასი სამკაული ბრილიანტებით.
Mystic J- ს ორგანიზაციული კულტურა ასახავს ბრენდის არს, საქმიანობას, ერთმანეთთან, საზოგადოებასთან და გარემოსთან ურთიერთობის სტილს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი უსაზღვრო კოლეგიალურობის, ინოვაციის და შემოქმედების კულტურა, წარმოადგენს ჩვენი ბრენდის კონკურენტულ უპირატესობას. ჩვენი კულტურა მოიცავს ყველა ასპექტს იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორ ვაკეთებთ საქმეს და რა ღირებულებებზე დგას ჩვენი ბრენდი.
ჩვენი ღირებულებები ბრენდის კულტურის ამოსავალი წერტილია, რის მიხედვითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ ყოველდღიური ბიზნესს საქმიანობისას - მომწოდებლებთან, პარტნიორებთან, მომხმარებლებთან, საზოგადოებასთან და ერთმანეთთან.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის თანამედროვე ავანგარდული საყურეები, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში, ბრილიანტებით.
          Love & Passion
  1. აკეთე ის, რაც გიყვარს და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ - მიგვაჩნია, რომ ამ ღირებულების გარეშე უნიკალური, კრეატიული და ინოვაციური დიზაინების შექმნა შუძლებელია. თითოეული ჩვენი ავანგარდული უნიკალური სამკაული შექმნილია სიყვარულით, მოწიწებით და ენთუზიაზმით, რადგან ჩვენ ნამდვილად ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს და გვიტაცებს. თევზების ზოდიაქოს ნიშნის უნიკალური ავანგარდული საყურეები, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში, თეთრი და შავი ბრილიანტებით.Authenticity 
  2. ისეთივე უნიკალური როგორც შენ – უნიკალურობა არის ჩვენი ბრენდის მთავარი მამოძრავებელი. Mystic J - ის ყველა დიზაინი იქმნება ბრენდის შემოქმედებითი დირექტორის მიერ და მისი მეთვალყურეობით. ყველა ჩვენი დიზაინი მოწმდება უნიკალურობაზე, რათა გამოირიცხოს დამთხვევა მსოფლიო მასშტაბით საჯაროდ ხელმისაწვდომ დიზაინებთან. ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი განსხვავებულობა, რითაც ნამდვილად გამოვირჩევით ჩვენს სფეროში. Mystic J-ს ძვიფასი ავანგარდული და შინაარსიანი სამკაულის უნიკალურობა ჩვენთვის უპირველესია.კუროს ზოდიაქოს ნიშნის უნიკალური ავანგარდული საყურეები, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში, თეთრი და შავი ბრილიანტებით.Quality over Quantity 
  3. ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია - სწორედ ამიტომ ვაწარმოებთ სამკაულის ლიმიტირებულ რაოდენობას, სადაც უპირატსობას ვანიჭებთ აქსესუარის გამძლეობას და ხარისხს. Mystic J-ის სამკაულში თითოეული დეტალი მათემატიკური სიზუსტით არის განსაზღვრული. ჩვენს მიერ შექმნილი სამკაული მომხმარებელს მხოლოდ მკაცრი კონტროლის გავლის შემდეგ მიეწოდება. კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის უნიკალური ავანგარდული საყურეები, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში.Teamwork
  4. მთელის ნაწილი - ჩვენი წარმატება, დამოკიდებულია ჩვენი გუნდის წევრების კოლექტიურ ენერგიასა და ინტელექტზე. ბრენდის ყველა თანამშრომელი Mystic J-ის ერთ დიდ ოჯახს მიეკუთვნება. Mystic J-ში მუშაობენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მოდის და ხელოვნების სფეროები, შეუძლიათ გუნდური მუშაობა და ასევე მათი ღირებულებები შეესაბამება ბრედის საერთო ღირებულებებს. Mystic J-ის გუდი ეფუძნება ურთიერთ ნდობას და პატივისცემას, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას. ჩვენი გუნდის წევრის ინდივიდუალური მიღწევა, მთელი გუნდის წარმატებაა. თითოეული თანამშრომელი ანგარიშვალდებულია საკუთარი თავის, კოლეგების, მომხმარებლისა და კომპანიის წინაშე. 
    ერთმანეთთან და სხვებთან ურთიერთობისას ჩვენთვის უპირველესია პატისვისცემა და ურთიერთგაგება.მერწყული ზოდიაქოს ნიშნის ბეჭედი, სრულად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერცხლში.Imagination for Creativity & Action for Innovation
  5. ფანტაზია შემოქმედებისთვის & მოქმედება ინოვაციისთვის - როგორც უნიკალური ბრენდი, ჩვენ ყოველთვის წარმოვადგეთ განსხვავებულს, რაც გულისხმობს ცოტა არატრადიციულის, არასტანდარტულის და ინოვაციურის შექმნას. ფანტაზია განაპირობებს შემოქმედებას, მოქმედება კი ინოვაციას. Mystic J– ის ორგანიზაციული კულტურა მყარ საფუძველს უქმნის გუნდის შემოქმედებასა და ინოვაციურობას. შესაბამისად, ინვესტიცია, ჩვენი გუნდის წევრების მომავალში, კვლევასა და განვითარებაში, Mystic J-ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.ვერძის ზოდიაქოს ნიშნის უნიკალური ავანგარდული საყურე, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში.Self-development 
  6. შეძელი შეუძლებელი - არასოდეს შეწყვიტო ზრდა! ჩვენ ვაფასებთ ცოდნის მუდმივ განახლებას. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს გუნდის წევრებს აქტიურად აიღონ პასუხისმგებლობა თვითგანვითარებაზე. რადგან ნიჭი და ტალანტი დასაფასებელია, თუმცა სათანადო განათლება და გამოცდილება არსებითად მნიშივნელოვანი. თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის უნიკალური ავანგარდული საყურე, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში.Integrity
  7. მოიქეცი სწორად მაშინაც კი როდესაც არავინ გიყურებს - ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს რეპუტაციაზე მნიშვნელოვანი არაფერია. საქმისადმი სამართლიანი, პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ღირსების და მორალური პირნციპების დაცვა Mystic J-ის ფუნდამენტია. სწორედ ეს თვისებები და ღირებულებები განსაზღვრას თუ ვინ ვართ ჩვენ.მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის უნიკალური ავანგარდული საყურე, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში.Diversity
  8. განსხვავებული ინდივიდების ერთობა, ქმნის ექსტრაორდინალურს - ჩვენ ვაფასებთ ჩვენი გუნდის მრავალფეროვნებას, რადგან Mystic J არის ქართულ ესპანური ბრენდი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ეროვნებას, რელიგიას, შეხედულებებს და ა.შ. ჩვენი კომპანიისთვის ეს განსხვავებულობა და გლობალური წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი აქტივი და უპირატესობაა. სასწორის ზოდიაქოს ნიშნის უნიკალური ავანგარდული საყურე, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში.Customer Satisfaction 
  9.  ჩვენი ბრედის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები - თითოეული მომხმარებელი ჩვენთვის განსაკუთრებულია. ჩვენ ვამყარებთ ინდივიდუალურ ურთიერთობას მათთან ნდობის და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ვცდილობთ, მომხმარებლის გამოცდილება Mystic J-სთან იყოს პოზიტიური და სასიამოვნო. კმაყოფილი მომხმარებელი Mystic J-ის გუნდის ბედნიერების და მოტივაციის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომხმარებელი. ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის უნიკალური ავანგარდული საყურე, სრულად ხელნაკეთი უმაღლესი სინჯის ვერცხლში.Sustainability 
  10. არ არსებობს პლანეტა B - Mystic J პასუხისმგებლობით ეკიდება გარემოს დაცვას და ყურადღებით აკვირდება ნახშირბადის კვალს. მოდა, სამკაულის ინდუსტრია და მასობრივი წარმოება იყენებს დიდი რაოდენობით ენერგიას, ქმნის მასშტაბურ დაბინძურებას და წარმოქმნის უზარმაზარი რაოდენობის ნარჩენებს, რაც იწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას. ჩვენთვის ძალიან მინშვნელოვანია სოციალური პასუხიმგებლობა და მდგრადი განვითარება მოდაში. Mystic J-ი Responsible and Sustainable Fashion მოძრაობის აქტიური წევრია. სწორედ ამიტომ, ჩვენი წარმოება არის სრულად ხელნაკეთი, მხოლოდ ძვირფასი მეტალების გამოყენებით და ლიმიტირებული რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოს დაცვა მეტ ხარჯებთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, ვიდრე მასობრივი წარმოება ან იაფფასიანი, გარემოსთვის საზიანო მასალის გამოყენება პროდუქციასა და შეფუთვაში, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ჩვენს პლანეტაზე ზრუნვას. შესაბამისად, პროდუქტზე მუშაობას ვიწყებთ მხოლოდ შეკვეთის მიღების შემდეგ და ვამზადებთ სამკაულს თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის, გამძლე პროდუქცია, გარემოსთვის უსაფრთხო შეფუთვაში. მრავალი კვლევის თანახმად, მოდის სფეროში დაბალი ხარისხის იაფფასიანი პროდუქტის მოხმარება, რაც დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც არ ექვემდებარება გადამუშავებას, არ არის გამძლე და რომელსაც მომხმარებელი მალავე გადაყრის, არის გარემოს დაბინძურების ერთერთი მთავარი წყარო, რაც დღვენადელი მონაცემებით საგანგაშოა.
    დიახ, ჩვენი სამკაულის შეძენას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მზა ნივთების ყიდვას მაღაზიაში, მაგრამ სანაცვლოდ ავიცილებთ ზიანს გარემოზე, რასაც მასობრივი წარმოება, მზა პროდუქტების დიდი არჩევანი, დაბალი ხარისხის პროდუქცია და სწრაფი მოდა იწვევს. მწარმოებლის სოციალური პასუხისმგებლობა და მომხმარებლის  უკეთესი, გონივრული არჩევანი, არსებული ეკოლოგიური მდგობარეობის ფონზე ერთადერთი გამოსავალია. გარდა ამისა, თქვენი სამკაული უფრო უნიკალური და მეტად ხარისხიანია, როდესაც ის ექკლუზიურად თქვენთვის მზადდება!  

Net Orders Checkout

Item Price Qty Total
Subtotal 0.00 GEL
Shipping
Total

Shipping Address

Shipping Methods

×

Call for Price

I agree to my email being stored and used to receive the newsletter.