თევზები
Mystic J, თევზების სამკაულის საშუალებით გამოხატავს იმ ყველა საოცარ მახასიათებელს, რომელსაც ნიშანი ფლობს. თევზები ყველაზე მეოცნებე, მისტიკური და ჯადოსნური ზოდიაქოს ნიშანია. ჩვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის უნიკალურ დიზაინში შევეცადეთ, სიმეტრიული ავანგარდის მეშვეობით, გაგვეერთიანებინა თევზების ჰიპნოზური მომხიბვლელობა და ფარული ძალა. ასევე, გავუსვით ხაზი თევზების ყურადღების მუდმივ გაორებას ფანტაზიასა და რეალობას შორის. თევზების სამკაულის სეტს დავარქვით - "ქალთევზას ეფექტი", რაც ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენი უნიკალირი დიზაინის არს და ამ ჯადოსნური ნიშნის განსაკუთრებულ ნიშან-თვისებებს.