Gemini Avant-garde Statement Necklace - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J for your luxury look.
Gemini Avant-garde Statement Necklace - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J for your luxury look.
Gemini Avant-garde Statement Necklace - Fully handmade in Sterling Silver 925. Contemporary unique design of limited edition by Mystic J for your luxury look.

Mystic J

ტყუპების ყელსაბამი

Usual price
Unit price  by 
Tax included. TheShipping costs are calculated on the payment screen.

ჩვენი, სრულად ხელნაკეთი ტყუპების ყელსაბამი, სიმეტრიულ ავანგარდში, შექმნილია კომუნიკაციისა და სხარტად მოაზროვნე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. თუ თქვენი აღმავალი ნიშანი, ეგრედწოდებული, ასცენდენტი ტყუპებია, ჩვენი ტყუპების ყელსაბამი თქვენი საყვარელი აქსესუარი უნდა გახდეს. ან თუ გსურთ საკუთარ თავში მოახდინოთ ტყუპების ენერგიის კულტივირება, ნიშნის ენერგიის, რომელიც გამოირჩევა საოცარი თვისებებით, როგორიცაა კომუნიკაცია, ადაპტაცია, ცნობისმოყვარეობა, ინტელექტი და მხიარულება, მაშინ Mystic J- ის ტყუპების სამკაული თქვენთვისა შექმნილი.

Mystic J, ტყუპების ყელსაბამის საშუალებით, გამოხატავს ყველა იმ საოცარ მახასიათებელს, რომელსაც ნიშანი ფლობს. ტყუპები არის მუტაბელური, მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც განაგებს კომუნიკაციის, გადაადგილების და ნათესავების მე-3-ე ასტროლოგიურ სახლს. ტყუპები არის პირველი ჰაერის ზოდიაქოს ნიშანი. ტყუპების ზოდიაქოს სიმბოლოა ტყუპი წყვილი. მათ ხშირად ახასიათებენ როგორც მერყევ, ცვალებადი ხასიათის ადამიანს, რომელშიც თითქოს ორზე მეტი პიროვნებაა გაერთიანებული სხვადასხვა მისწრაფებებითა და ინტერესებით. თუმცა ტყუპების ეს იდუმალი გაორება შესაძლებებლია გამოიხატოს ერთი საკითხის სხვადასხვა რაკურსით დანახვაში. ტყუპები ძალიან მხიარულები და ინტელექტუალურად ცნობისმოყვარეები არიან. გონებამახვილი ტყუპები ცნობილნი არიან, როგორც ზოდიაქოს სოციალური პეპლები. ზოდიაქოს ამ ნიშანს აქვს ერთი იდეიდან მეორეზე სხარტად გადაწყობის წარმოუდგენელი უნარი. რადგან, კომუნიკაციისა და აზროვნების პატერნების პლანეტა, მერკური მართავს ნიშანს, მათთვის ინტელექტუალური განვითარება და კომუნიკაცია უპირველესია.

Mystic J-ის ხელნაკეთი, თანამედროვე და ავანგარდული ყელსაბამის უკან დგას ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დადებითი მახასიათებლები, თვისებები და ენერგია.

   ნუ ატარებთ უბრალოდ სამკაულს, ატარეთ ძვირფასი სამკაული შინაარსით!

  •  უნიკალური დიზაინი
  • ხელნაკეთი 100%
  • სტერლინგის ვერცხლი 925
  • არ შეიცავს ნიკელს
  • ამოტვიფრულია მეტალის სინჯი და Mystic J ლოგო
  • ლიმიტირებული რაოდენობა

       

      სპეციფიური აღწერა 

      Mystic J-იმ ტყუპების სიმბოლოს უნიკალური და საოცრად ორიგინალური ვერსია შექმნა - ორი ნახევარმთვარე, რომელიც ერთმანეთთან ორი ჯაჭვით არის დაკავშირებული. თუ გსურთ მოდური, ორიგინალური და ძვირფასი ელფერი მიანიჭოთ თქვენს Look-ს, ტყუპების ძვირფასი და თანამედროვე ყელსაბამი საუკეთესო არჩევანია. ყელსაბამის მომაჯადოებელი დიზაინის გარდა, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ჰაეროვანი და პოზიტიური ენერგია ხაზს უსვამს სამკაულის უნიკალურობას. თუ გსურთ გამოიყურებოდეთ არა მხოლოდ თანამედროვედ, არამედ ექსტრაორდინალურად, ატარეთ ტრყუპების ყელსაბამი ტყუპების სხვა აქსესუარებთან კომბინაციაში ჩვენი ასტროლოგიის კოლექციიდან და გაოცდებით სიმეტრიული ავანგარდის მაგიური სილამაზით.

      ისეთივე უნიკალური როგორც შენ  
      ვინაიდან სამკაული არის სრულად ხელნაკეთი და თითოელი ნივთი მზადდება ექსკლუზიურად თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად დასრულებულ პროდუქტში ყოველთვის არის მცირედი სხვაობა. 



      Net Orders Checkout

      Item Price Qty Total
      Subtotal
      Shipping
      Total

      Shipping Address

      Shipping Methods

      ×

      Call for Price

      I agree to my email being stored and used to receive the newsletter.