მორიელი
Mystic J - ის მორიელის სამკაულის ინსპირაციაა მორიელის ზოდიაქოს ნიშნის უნიკალური მახასიათებლები, მისი სიმბოლოს შინაარსი და პოზიტიური ენერგია. მორიელი ცნობილია როგორც ერთერთი ყველაზე ძლიერი და მისტიკური ზოდიაქოს ნიშანი. მორიელის სიმბოლო შეგვახსენებს, რომ ტრანფორმაციის და ფენიქსივით ხელახლა დაბადების უნარი ზოგჯერ ერთადერთია, რაც ცხოვრების გაგრძელებაში გვეხმარება. მორიელის ნიშანი ასვე სექსუალურობის და მაგნეტიზმის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, მორიელის სამკაულის უნიკალური დიზაინით ხაზი გავუსვით ამ ნიშნის გამორჩეულ სექსუალურობას, მისტიკურობას და სიძლიერეს. მორიელის სამკაულის ორიგინალი დიზაინი არის შავი (დასრულებული შავ როდიუმში), თუმცა მომხმარებლის თხოვნით ჩვენ დავამატეთ დიზაინი შავი როდიუმის გარეშეც, მხოლოდ ვერცხლში. მორიელის სამკაულის უნიკალური სამკაული გამოჩენისთანავე Mystic J-ის სავიზიტო და საკულტო დიზაინი გახდა. მორიელის სამკაული ჩვენი სიმეტრიული ავანგარდის ყველაზე სექსუალური და მისტიკური გამოვლინებაა.