ვერძი
ვერძის სამკაული, შთაგონებულია ზოდიაქოს პირველი ასტროლოგიური ნიშნით. ვერძი სიმამაცის, ბრძოლიუნარიანობის და უშრეტი ენერგიის სიმბოლოა. ვერძის სიმბოლო შეგვახსენებს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მყარი და უშიშარი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
ჩვენ შევქმენით ვერძის სიმბოლოს თანამედროვე, უნიკალური დიზაინები სიმეტრიულ ავანგარდში, რათა გადმოგვეცა ამ ნიშნის უშიშარი ავთენტურება, სიძლიერე და სითამამე. ვერძის სამკაულები ექსტრაორდინალური, თანამედროვე და კომფორტულია. სამკაულის ტარებისას თქვენ შეიგრძნობთ დიზაინის უნიკალურობას, ლითონის სიძვირფასეს და სიმბოლოს მძლავრ ენერგიას. თუ თქვენ ეძებთ არაორდინალურს და განსაკუთრებულს თქვენი ორიგინალური ლუქისთვის, ვერძის სამკაული სწორედ თქვენთვისაა შექმნილი!