რა უნდა იცოდეთ ვერცხლის სამკაულის შეძენისას


 
ძვირფასი ლითონები წარმოადგენს იშვიათ მეტალებს, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით მოიპოვება და ქიმიურად მდგრადია. სწორედ ამიტომ მათ მაღალი ეკონომიკური ღირებულება აქვთ. იყო დრო, როდესაც ძვირფასი ლითონები ფულის როლს ასრლებდნენ. დღეს კი ის, როგორც საინვესტიციო ან ინდუსტრიული საქონელი ისე გამოიყენება. ძვირფას ლითონებს შორის ყველაზე ცნობილია ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი, როდიუმი, რუტენიუმი და ირიდიუმი.

ვერცხლი 6000 წელია, რაც ძვირფას ლითონად ითვლება. იგი პირველად, როგორც ფული ძვ. წ. 700 წელს გამოიყენეს. უძველესმა ხალხმა ვერცხლის გასუფთავების ხერხსაც მიაგნო. ისინი აცხელებდნენ ვერცხლს და შემდეგ ძლიერად უბერავდნენ მასზე ჰაერს. თვითონ ვერცხლი არ რეაგირებდა ჰაერზე, თუმცა ძირითადი ლითონები, როგორიცაა ტყვია და სპილენძი იჟანგებოდა და გამოეყოფოდა ძვირფას ლითონს. სწორედ ასე აცალკევებდნენ ვერცხლს სხვა ლითონებისგან. ამ პროცეს კუპელაცია ეწოდება.

უძველესი დროიდან, ვერცხლი სამკაულის წარმოებაში, მნიშვნელოვან ლითონს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ, ჩვ.წ.-მდე 60-120 წელს ამერიკაში, ინკების ყოფილმა ცივილიზაციამ მაღალი ტემპერატურის ვერცხლისა და  ტყვიის ელექტრო ღუმელი გამოიგონა, რომელსაც თასის ფორმა ჰქონდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები მაღალი ხარისხის ვერცხლის მიღებას ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ცდილობდნენ. ისტორიულად, მაგალითად ჩინეთში, ვერცხლი სამკაულის წარმოებასა და ვაჭრობაში ოდითგანვე გამოიყენება. ისლამურ ქვეყნებში სხვა დატვირთვაც აქვს, მაგალითად  მამაკაცის ნეკა თითზე ვერცხლის ბეჭდის ტარებაა გავრცელებული. სწორედ არაბების გავლენით, მას შემდეგ რაც ისინი ესპანეთში გაბატონდნენ, ვერცხლი პოპულარული ჯერ ესპანეთში, შემდეგ ცენტრალურ ევროპაში გახდა. ხოლო, ჩვ.წ.-მდე 100 წელს ესპანეთის დედაქალაქი უკვე ვერცხლის ცენტრად ითვლებოდა.

მე-19-ე  საუკუნეში ვერცხლის წარმოება გაორმაგდა, ხოლო 21-ე საუკუნეში ახალმა და მაღალმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვერცხლის წარმოების მასობრივ ზრდას მსოფლიოში.

დღესდღეობით, ძვირფასი სამკაულის წარმოებაში ვერცხლი ყველაზე ხელმისაწვდომი და მოდური ლითონია. ვერცხლის პოპულარობის მიზეზი არა მარტო მისი სილამაზეა, მას ბევრი სხვა ფაქტორიც განაპირობებს. მაგალითად, ასტროლოგიაში ვერცხლი გრილ ლითონად ითვლება და მას სულიერი სიმშვიდის შენარჩუნების და ემოციური კონტროლისთვის იყენებენ. ასევე ცნობილია, რომ ვერცხლის რეგულარულად ტარებას ჯანმრთელობისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია (ვერცხლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები).

ხშირად მომხმარებელს უკვირს, რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ვერცხლის სამკაულის ფასებს შორის. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა, საიუველირო ბრენდი, განსხვავებული ტიპის ვერცხლს იყენებს. თუმცა დიზაინი და მისი უნიკალურობა, მოდური სამკაულის შემთხვევაში, ღირებულების განსაღვრისას უპირატესია. ხშირად მომხმარებელი ვერცხლისფერ ან ვერცხლით შევსებულ სამკაულს აიგივებს ნამდვილ ვერცხლთან. იმისთვის რომ შეცდომაში არ შეხვიდეთ, საჭიროა იცოდეთ ვერცხლის ხარისხის სტანდარტები. შოკისმომგვრლად დაბალი ფასები შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ ვერცხლი არ არის მაღალი ხარისხის ან ყალბია.

ვერცხლის ხარისხის იდენტიფიცირების პირველი გზა არის სამკაულზე სინჯის აღმნიშვნელი შტამპი. თუმცა, არსებობს თაღლითური შტამპირების შემთხვევებიც. ასევე არსებობს ხარისხიანი ვერცხლის სამკაული, რომელსაც დიზაინის ან უბრალოდ ზედაპირის სიმცირის გამო არ არტყამენ შტამპს. მიუხედავად ამისა, საჭიროა იცოდეთ, რომელი სინჯი, რისი აღმნიშვნელია და როგორია ვერცხლის ტიპები, რომლებსაც სამკაულის დამზადებისას იყენებენ. 

გთავაზობთ სხვადასხვა სახის ვერცხლის ჩამონათვალს, რომელსაც სამკაულის ინდუსტრიაში იყენებენ.

ძვირფასი ანუ სუფთა ვერცხლი - 999

ძვირფასი ვერცხლი, არის იგივე სუფთა ვერცხლი. მისი სინჯი 999 ია, რაც მიუთითებს 99.9% სისუფთავეზე. დარჩენილი 0,1% უმნიშვნელო რაოდენობის სხვა ელემენტებისგან შედგება. სუფთა ვერცხლს ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის ის , რომ უფრო ბრწყინავს და კაშკაშებს ვიდრე სტერლინგის. მასზე უფრო მარტივია მუშაობა და ის არ იცვლის ფერს, არ ოქსიდირდება. თუმცა, სუფთა ვერცხლი რბილია, რაც ნიშნავს, რომ ის ადვილად იკაწრება და დროთა განმავლობაში კარგავს ფორმას. ამის გამო, საიუველირო მწარმოებლები ერიდებიან სუფთა ვერცხლისგან სამკაულის დამზადებას. 

დადებითი მხარეები :

  • მაღალი სინჯი
  • პრიალა და თეთრი ზედაპირი
  • არ ოქსიდირდება
  • ჰიპოალერგიულობა
  • ჯანმრთელობისთვის სარგებელო თვისებები

უარყოფითი მხარეები:

  • კარგავს ფორმას
  • არ არის გამძლე

სტერლინგის ვერცხლი - 925

თუ თქვენს მიერ შერჩეულ სამკაულს, აქვს ნიშანი 925 ეს ნიშნავს, რომ ის სტერლინგის ვერცხლით არის დამზადებული და არის ძვირფასი სამკაული!
სტერლინგის ვერცხლი, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვერცხლის ტიპია და ის არის ვერცხლის მაღალი ხარისხის სტანდარტი მთელს მსოფლიოში. სტერლინგის ვერცხლი არის 92.5% ვერცხლის შენადნობი, დარჩენილი 7,5% ჩვეულებრივ სპილენძია. შენადნობის სხვა ლითონები ზრდის სიმკვრივეს, ამიტომ მასალა არის უფრო გამძლე. ის ძალიან კაშკაშა და მბზინავია, მაგრამ დროთა განმავლობაში იცვლის ფერს, ოქსიდირდება. თუმცა, მისი გაწმენდა ადვილია (რჩევები, როგორ მოვუაროთ ძვირფას სამკაულს). ვერცხლი ჰიპოალერგიულია, თუ რა თქმა უნდა არ შეიცავს ნიკელს. ჩვეულებრივ, ძცირფასი სამკაულების მწარმოებლები ერიდებიან ნიკელის გამოყენებას, რადგან უმეტეს შემთხვევაში ის ალერგიის გამოწვევია. სტერლინგის ვერცხლი საიუველირო ინდუსტრიაში ყველაზე ხელმისაწვდომ ძვირფას ლითონად რჩება.

დადებითი მხარეები:

  • გამძლეობა
  • მარტივად სამუშაო მეტალი
  • ლამაზი, ბზინავი ზედაპირი
  • ჰიპოალერგიული
  • ჯანმრთელობისთვის სარგებელო თვისებები

უარყოფითი მხარეები:

  • დროთა განმავლობაში იცვლის ფერს, ოქსიდირდება

    მონეტის ვერცხლი

    თუ კი თქვენ, შეძენისას სამკაულზე აღმოაჩინეთ ხარისხის ნიშანი 900 - ეს ნიშნავს რომ ის მონეტის ვერცხლისგან არის დამზადებული და დიდი ალბათობით ანტიკვარია.
    მონეტის ვერცხლი ერთ დროს უფრო გავრცელებული შენადნობი იყო შეერთებულ შტატებში. ახლა საკმაოდ იშვიათია და სახელიც კი ხშირად დაბნეულობას იწვევს.
    ტექნიკური თვალსაზრისით "მონეტის ვერცხლის" შენადნობი. 900 ვერცხლი, ან 90% ვერცხლია და 10% სპილენძი. სახელი "მონეტის ვერცხლი" ძველი ოქრომჭედლებისგან მოდის, ისტორიულად ისინი ნივთებს მდნარი ჯართისგან ამზადებდნენ. იმ დროისთვის, როდესაც სახელი ეწოდა, მონეტები უფრო ძვირფასი ლითონისგან მზადდებოდა, ვიდრე დღეს. დღეს ფულადი მონეტების უმეტესობა აღარ შეიცავს ვერცხლს და ამის ნაცვლად მზადდება უფრო იაფი, გამძლე, ძირითადი ლითონებისგან. ზოგიერთ საკოლექციო მონეტასა თუ მონეტის საინვესტიციო ინსტრუმენტს აქვს ვერცხლის მაღალი შემცველობა. მათზე, აღინიშნება ხარისხის ბეჭედი და როგორც წესი, მოყვება ნამდვილობის სერთიფიკატები. მონეტის ვერცხლის სამკაულები, რომელიც ჯერ კიდევ არის ბაზარზე, მათი ხარისხის ბეჭედი არის 900 და ბევრი მათგანი ანტიკვარია.

    დადებითი მხარეები:

    • ხელმისაწვდომი ფასი
    • კარგი შემცველობა
    • იშვიათობა

    უარყოფითი მხარეები:

    • მოიპოვება რთულად
    • მარტივად ოქსიდირდება

     

    უბრალოდ „ვერცხლის სამკაული“

    სამკაულები, რომლებიც ვერცხლის სამკაულად იყიდება, ხანდახან მათი წარმოშობა საკმაოდ იდუმალია. ზოგჯერ ნივთი, რომელიც ვერცხლის სამკაულად შეიძინეთ არაფერია, თუ არა დაბალი ხარისხის სპილენძის ფუძე, რომელიც უბრალოდ ვერცხლშია ამოვლებული. ვერცხლის ეს საფარი მარტივად იშლება ზედაპირიდან და საბოლოოდ რჩება იაფ ფასიანი, „არაძვირფასი“ ლითონი. ზოგადად დაიმახსოვრეთ, რამდენსაც იხდით ისეთივე ხარისხის ვერცხლს იღებთ.

    ვერცხლით შევსებული

    ვერცხლით შევსებული მახასიათებლებით მსგავსია ოქროთი სავსე ლითონების. ღირებულების თვალსაზრისით ის სტერლინგსა და მოვერცხლილს შორის არის. „ვერცხლით შევსებული“ არ არის შენადნობი ის არის დაფარვის ტიპი, რომელიც ვერცხლის უფრო დიდ ფენას შეიცავს.
    შევსებული ვერცხლის, წონის 5 ან 10 % წარმოადგენს ვერცხლს, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე სპილენძთან ერთად არის გადამდნარი. დღეს დღეობით არ არსებობს, ოფიციალური „ვერცხლით შევსებულის„ ხარისხის სტანდარტის აღმნიშვნელი ნიშანი, ხშირად არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები 925 შტამპს არტყამენ მსგავსი სახის პროდუქციას, ასე რომ ყურადღებით უნდა იყოთ, გახსოვდეთ, რომ ვერცხლის ნაკეთობა რომელიც ღირს ძალიან იაფი ვერ იქნება მთლიანად ვერცხლის, ის იქნება მხოლოდ ვერცხლით შევსებული.

    დადებითი მხარეები:

    • შეიცავს მოვერცხლილზე მეტ ვერცხლს
    • ხელმისაწვდომი ფასი

    უარყოფითი მხარეები:

    • მარტივად ოქსიდირდება
    • სამკაული არ არის ვერცხლისგან დამზადებული
    • არ არის ჰიპოალერგიული

    მოვერცხლილი

    თუ კი თვქენ ყიდულობთ სამკაულს, რომელიც არის მოვერცხლილი უნდა იცოდეთ, ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყიდულობთ დაბალი ხარისხის სამკაულს, რომელსაც არ აქვს იგივე თვისებები რაც ვერცხლის სამკაულს!
    მოვერცხლილი სამკაული, ნიშნავს იაფიან მეტალს, რომელიც ვერცხლის ძალიან თხელი ფენით არის დაფარული!

    ბიჟუტერიას არ აქვს ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი, თუმცა არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ხშირად ხარისხის ნიშნად მასზე 925-ს უთითებენ. ამ შემთხვევაშიც შეძენისას პრინციპი იგივეა, ყურადღებით იყავით ფასთან, მოვერცხლილი სამკაული ორმაგად უფრო იაფი ღირს ვიდრე ვერცხლით შევსებული.

    დადებითი მხარეები:

    • ხელმისაწვდომი ფასი
    • კარგი, როგორც ბიჟუტერია

    უარყოფითი მხარეები

    • არა ჰიპოალერგიული
    • არა გამძლე
    • ვერცხლის ძალიან მცირე შემცველობა

    ნიკელის ვერცხლი

    „ნიკელის ვერცხლი„ შეიძლება ითქვას, რომ არასწორი დასახელებაა, რადგან ის აღწერს უფრო მეტალის ფერს ვიდრე მის შემადგენლობას. ეს არის ლითონის ბაზის შენადნობი, რომელიც შედგება ძირითადად სპილენძისგან, ნიკელის ან თუთიისგან. ეს არის იაფფასიანი ლითონი, რომელიც გარეგნულად ჰგავს სტერლინგს და საერთოდ არ შეიცავს ვერცლს. ხშირად მას ალპაკის ან გერმანულ ვერცხლს უწოდებენ. უფრო ხშირად ის გამოიყენება ბიჟუტერიაში, თუმცა მისი შეძენისას აუცილებელია ვიცოდეთ მასში ნიკელის შემცველობა, რადგან ბევრი ადამიანისთვის, ზემოთ აღნიშნული, ალერგიის გამომწვევია. 

    დადებთი მხარეები:

    • იაფი
    • კარგი როგორც ბიჟუტერია
    • გამძლე

    უარყოფითი მხარეები

    • ის არ არის ვერცხლი!
    • არა ჰიპოალერგიულია!
    • ხშირად ბაზარზე იყიდება როგორც ნამდვილი ვერცხლი

    ტიბეტური ან ტომის ვერცხლი

    ტიბეტური ვერცხლი და მრავალი, სხვა სახის ვერცვხლი, მოხსენიებული როგორც „ტომური“ ვერცხლი არის ლითონის შენადნობები, რომლებსაც მხოლოდ ფერი აქვთ ვერცხლის.
    მსგავსი შენადნობების შემცველობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ შეიცავს ვერცხლს, უფრო მეტიც ხანდახან ეგზოტიკური ქვეყნებიდან შემოსული იმპორტული სამკაული, ხშირად საშიშ მეტალებს შეიცავს, მაგალითად ტყვიას. ასე რომ ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ისინი ვისაც პატარა ბავშვები გყავთ, მსგავსი სახის ნივთები არასდროს მისცეთ მათ. სამწუხაროდ, ასეთი ნაკეთობები როგორც წესი ძალიან ლამაზია და სწორედ ამიტომ შეძენისას ხარისხზე მეტად, მათ სილამაზეს ვაქცევთ ყურადღებას.

    დადებითი მხარეები:

    • ლამაზი დიზაინი
    • იაფი 

    უარყოფითი მხარეები:

    • შეიძლება შეიცავდეს საშიშ მეტალებს
    • არ არის ჰიპოალერგიული
    • შესაძლოა საერთოდ არ შეიცავდეს ვერცხლს
    • დაბალი გამძლეობა

    ერთი სიტყვით, თუ კი თქვენ ვერცხლის სამკაულის მოყვარული ხართ უმჯობესია, ერკვეოდეთ მის სახეობებში, ამით იქნებით დაზღვეული და გაცილებით მარტივად შეძლებთ ვერცხლის სამკაულის ხარისხისა და ფასის შეფასებას. ჩვენ გირჩევთ, რომ ზოგადად ვერცხლის ძვირფასი სამკაული შეიძინოთ კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდებისგან, რადგან ბრენდი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი პროდუქციის ხარისხზე.

     

    Mystic J-ში სამკაულების შექმნისას მხოლოდ მაღალი ხარისხის ძვირფას მეტალებს ვიყენებთ. ჩვენ მხოლოდ 2 სახის ვერცხლით ვამზადებთ სამკაულებს  -  ერთი რომელიც არის ძალიან ახლოს სუფთა ვერცხლთან  - 95 % ვერცხლია და მხოლოდ 5 % არის სპილენძი და მეორე, სტერლინგის ვერცხლი 925 სინჯით. თუმცა ორივე შემთხვევაში ჩვენს ვერცხლის სამკაულს დატანილი აქვს ხარისხის ნიშანი 925 და ჩვენი ლოგო, რადგან ამაზე მაღალი სინჯის შტამპი არ არსებობს. ზოგიერთი ჩვენი სამკაული როდირებულია. თუმცა როგორც წესი, ჩვენ ვერიდებით ვერცხლის სხვა მეტალებით დაფარვას, რათა ჩვენმა მომხმარებელმა სამკაულის ტარებით ვერცხლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით მაქსიმალურად ისარგებლოს.

     



    Net Orders Checkout

    Item Price Qty Total
    Subtotal
    Shipping
    Total

    Shipping Address

    Shipping Methods

    ×

    Call for Price

    I agree to my email being stored and used to receive the newsletter.