მორიელი
Mystic J, მორიელი სამკაულების მეშვეობით, გამოხატავს ყველა საოცარ მახასიათებელს, რომელსაც ნიშანი ფლობს. მორიელის სამკაულის უნიკალური დიზაინით ხაზი გავუსვით ამ ნიშნის გამორჩეულ სექსუალურობას, მისტიკურობას და სიძლიერეს. მორიელის სამკაულის ორიგინალი დიზაინი არის შავი (დასრულებული შავ როდიუმში), თუმცა მომხმარებლის თხოვნით ჩვენ დავამატეთ დიზაინი შავი როდიუმის გარეშეც, მხოლოდ ვერცხლში. მორიელის სამკაულის უნიკალური დიზაინი გამოჩენისთანავე Mystic J-ის სავიზიტო ბარათი გახდა. ეს სამკაული ჩვენი სიმეტრიული ავანგარდის ყველაზე სექსუალური და მისტიკური გამოვლინებაა.