რჩევები, როგორ მოვუაროთ ძვირფას სამკაულს!


 Mystic J- ის სრულად ხელნაკეთი სამკაულების დასამზადებლად ჩვენ მხოლოდ ძვირფას ლითონებსა და ქვებს ვიყებენთ, სწორედ ამიტომ სამკაულის სათანადო მოვლის შემთხვევაში, შესაძლებელია ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ატაროთ.

მნიშნველობა არ აქვს, სამკაულს ყოველდღიურად ატარებთ თუ ინახავთ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, გარკვეული დროის შემდეგ მან შესაძლოა ბრწყინვალება დაკარგოს. საბედნიეროდ, თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ თქვენი სამკაულის პირვანდელი სახე. 

ამისათვის არსებობს რამდენიმე ზოგადი წესი, რომელიც სასურველია სამკაულის მოვლისას გაითვალისწინოთ:

 

1. სამკაული უნდა იყოს ბოლო, რასაც გაიკეთებთ და პირველი, რასაც მოიხსნით.

სამკაული აუცილებლად თმის ლაქის გამოყენებისა და მაკიაჟის გაკეთების შემდეგ უნდა გაიკეთოთ. სუნამოები, თმის ლაქი, ლოსიონი და მაკიაჟის საშუალებები შეიცავს ქიმიკატებს, რომლებმაც შეიძლება თქვენი მშვენიერი აქსესუარი დააზიანოს. დაიმახსოვრეთ, მხოლოდ სილამაზის რუტინის დასრულების შემდეგ გაიკეთეთ სამკაული, რადგან თავიდან აიცილოთ მისი დასვრა ან დაზიანება.
ტანისამოსის გამოცვლამდე, პირველ რიგში, მოიხსენით სამკაული, რათა თავი დაიზღვიოთ მისი სამოსზე წამოდებისგან. მაგლაითად: სვიტრის ან მაისურის გახდის პროცესში, პერანგის გახდისას უნებლიე წამოდების შემთხვევაში შესაძლებელია გაწყვიტოთ ძვირფასი ყელსაბამის ცეპი ან ჯაჭვი!


2. მოიხსენით სამკაული როცა საქმიანობთ.

გირჩევთ, რომ აუცილებლად მოიხსნათ სამკაული ვარჯიშის, ცურვის, დასუფთავების (საწმენდი საშუალებებით შესაძლებელია დაზიანდეს თქვენი ძვირფასეულობა), გარუჯვის, ძილის და შხაპის მიღებისას, რადგან ზემოთ ჩამოთვლილმა შეიძლება დააზიანოს თქვენი ძვირფასი მეტალი ან ძვირფასი ქვები. ასევე მოიხსენით სამკაული სილამაზის სალონში სტუმრობისას.

 

3. აუცილებლად გაწმინდეთ სამკაული შენახვის წინ.

ძვირფასეულობის შენახვამ ჭუჭყის, ზეთებისა და სხვა ნივთიერებების მოშორების გარეშე, რაც ტარებისას რჩება ნივთზე, შესაძლებელია დროთა განმავლობაში ზიანი მიაყენოს სამკაულს. მისი გაწმენდა სასურველია სამკაულის საწმენდი სპეციალური ქსოვილით, ყოველი გამოყენების შემდეგ.

 

4. სწორად შეინახეთ თქვენი ძვირფასეულობა. 

ზოგადად, თქვენი ძვირფასეულობა უნდა შეინახოთ ისეთ სპეციალურ შესანახ ყუთში, სადაც არ შედის პირდაპირი სინათლე და ჰაერი.

Mystic J-ის სამაკული შეინახეთ ჩვენივე ბრენდის ორიგინალ ყუთებში, ჩვენი შეფუთვა შექმნილია თქვენი საიუველირო ნაკეთობის ყველაზე უსაფრთხოდ შესანახად.

არასდროს შეინახოთ სველი სამკაული. ის ძვირფასი ნივთის სწრაფ დაბინძურებას გამოიწვევს. მოერიდეთ სამკაულების შენახვას სააბაზანოში, რადგან ტენიანობა და ნესტიანი გარემო ისეთივე გავლენას მოახდენს, როგორსაც სველი სამკაულის შენახვა. ჩვენ გირჩევთ, რომ სამკაულის შესანახ ყუთში მოათავსოთ ცარცის ნატეხი ან სილიციუმის ტომარა. ის შთანთქავს ტენიანობას და თქვენს სამკაულს სისუფთავეს უფრო დიდხანს შეუნარჩუნებს. აუცილებელია ის ყოველ ექვს თვეში ერთხელ განაახლოთ. დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ე. წ. Ziplock პარკი. 


ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი სამკაულების სათანადო და სწორი წმენდა. ჩვენ გირჩევთ, სხვადასხვა მასალის დასასუფთავებლად, სხვადასხვა მეთოდი გამოიყენოთ. თქვენ შეგიძლიათ რეგულარულად გაწმინდოთ სამკაულები მარტივად სახლის პირობებში.        

უმაღლესი სინჯის ვერცხლის სამკაული შეგიძლიათ  თბილ სოდიან ან საპნიან წყალში გარეცხოთ, რა თქმა უნდა, თუ ეს არ არის შავი ან ოქსიდირებული ვერცხლი. შემდეგ გულდასმით გაამშრალეთ საწმენდი ქსოვილით, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სველი სამკაულის შენახვა გამოიწვევს მის დაჟანგვას, ოქსიდირებას.

ოქროს სამკაულის გასაწმენდად, გამოიყენეთ თბილი წყლის და თხევადი საპნის ხსნარი. ნივთი შეგიძლიათ გააჩეროთ ხსნარში 20–დან 40 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ რბილი ქსოვილი ან  კბილის რბილი ჯაგრისი. გაითვალისწინეთ, რაც უფრო სუფთაა ოქრო სამკაულში, ანუ რაც უფრო მაღალია სინჯი, მით უფრო მარტივად იკაწრება. ასე რომ, გასაწმენდად ქსოვილის ან ჯაგრისის გამოყენებისას შეეცადეთ, რომ ნაზად შეეხოთ სამკაულის ზედაპირს. შემდეგ ფრთხილად და საგულდაგულოდ გააშრეთ ქაღალდის პირსახოცით ან სამკაულების საწმენდი ქსოვილით.

პლატინა, ისევე როგორც სუფთა ოქრო, არ იჟანგება. თუმცა დროთა განმავლობაში ის შეიძლება დაიკაწროს. ამასთანავე თავდაპირეველი სიპრიალის შესანარჩუნებლად სასურველია, რომ პლატინის სამკაულიც პერიოდულად გაწმინდოთ. დაამუშავეთ ეს ლითონი საპნით და წყლით, შემდეგ კი გააშრეთ ქაღალდის პირსახოცით ან სამკაულების საწმენდი ქსოვილით. იმ შემთხვევაში თუ თქვენი პლატინის სამკაული დაიკაწრა წაიღეთ გასაპრიალებლად იუვილერთან.

თეთრი ოქროს ძვირფასეულობის გაწმენდა შეგიძლიათ ისევე, როგორც ჩვეულებრივი ოქროს სამკაულის. რეგულარული დასუფთავება ხელს უწყობს ბზინვისა და ბრწყინვალების შენარჩუნებას, მაგრამ თეთრი ოქროს სამკაულები ხშირი ხმარების შემთხვევაში, ორიგინალი ყვითელი ან ოქროს ფერის წარმოჩენას იწყებს. თუ თეთრი ოქროს სამკაულს გინდათ რომ პირვანდელი სახე დაუბრუნოთ წაიღეთ პროფესიონალთან, ის დაამუშავებს სამკაულის ზედაპირს და თეთრ ოქროში ან როდიუმში ამოვლების გზით დაფარავს სიყვითლეს.

როდირებული სამკაული შეგიძლიათ გაწმინდოთ თბილი წყლით და მსუბუქი თხევადი საპნით. კარგად გაავლეთ წყალში და გაამშრალეთ რბილი ქსოვილით. არასოდეს გამოიყენოთ სოდა ან ქიმიკატები როდირებულ ნივთებზე. ასევე ნუ გამოიყენებთ კბილის ან სხვა ჯაგრისს რადგან როდიუმი უფრო სწრაფად გადავა სამკაულიდან. როგორც წესი, როდირება ბეჭდის და სამაჯურის შემთხვევაში ძლებს ორ წლამდე, ხოლო საყურისა და ყელსაბამის შემთხვევაში შესაძლებელია ხუთი ან მეტი წელიც გაძლოს, რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიხშირით ატარებთ სამკაულს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრილიანტები გამოირჩევიან თავისი ბრწყინვალებით, ბრილიანტის სამკაულის ხშირი ტარება იწვევს ბრილიანტის დაბინდვას. რაც მტვერის და დაბინძურების დაგროვებით არის გამოწვეული .
გირჩევთ, რომ ბრილიანტის სამკაული მოათავსოთ თბილი წყლისა და თხევადი საპნის ხსნარში. აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი ჭურჭლის სარეცხი საპონი, რომელიც არ შეიცავს ძლიერ სარეცხ საშუალებებს, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს სამკაულს. დატოვეთ ბრილიანტის სამკაული ხსნარში 20–40 წუთის განმავლობაში, ფრთხილად გახეხეთ ქვა კბილის ძალიან რბილი  ჯაგრისით, შემდეგ კი გაავლეთ თბილ წყალში და გაამშრალეთ სამკაულის საწმენდი ქსოვილით.      

ზოგადად, თქვენი სამკაული, შეკეთებისა თუ გაპრიალების მიზნით, ყოველთვის შეგიძლიათ მიიტანოთ პროფესიონალ იუვილერთან.
თუმცა, სახლის პირობებში სამკაულის წმენდის საუკეთესო საშუალება თბილი წყლის და საპნის ხსნარია. ეს მეთოდი შეგიძლიათ ძირითადად ყველა სახის სამკაულისთვის გამოიყენოთ.



Net Orders Checkout

Item Price Qty Total
Subtotal 0.00 GEL
Shipping
Total

Shipping Address

Shipping Methods

×

Call for Price

I agree to my email being stored and used to receive the newsletter.