როგორ გავიგოთ ჩვენი ბეჭდის ზომა სახლის პირობებში მარტივად


არსებობს რამდენიმე საშუალება რისი მეშვეობითაც შესაძლოა დაადგინოთ თქვენი ბეჭდის ზომა. ამასთანვე, ბეჭდის ზომის დადგენის რჩევების უმეტესობა მოითხოვს გავითვალისწინოთ თითის სახსრის, ეგრედწოდებული ფალანგშუა სახსრის ზომა, რომლის სიდიდე-სიგანე შესაძლოა აღემატებოდეს თქვენი თითის ზომას, ასევე გასათვალისწინებელია ტემპერატურის მიხედვით თითის ზომის ცვალებადობა.          

Mystic J-ი გთავაზობთ უმარტივეს გზას. პირველ რიგში, თქვენი სამკაულებიდან იმ თითის ბეჭედი ამოარჩიეთ, რომელი თითის ბეჭდის ზომის გაგებაც გსურთ. ბეჭედი კარგად და კომფორტულად უნდა გერგებოდეთ თითზე. მნიშვენლოვანია, რომ ბეჭედი არ იყოს მჭიდროდ თითზე და არც მეტისმეტად ფართეთ. აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ ამორჩეული და მორგებული ბეჭედი სწორედ საუკეთესო ზომაა თქვენთვის. ბეჭდის შიდა დიამეტრის გასაზომად მოათავსეთ ბეჭედი სახაზავის ზედაპირზე, ზუსტად იგივე პრინციპით როგორც ეს მაგალითისთვის ფოტოზეა ნაჩვენები და დათვალეთ მილიმეტრები (მონაკვეთი შავი ისრის მიმართულებით). როგორც ვხედავთ, ფოტოზე ნაჩვენები ბეჭდის ზომა 19 მმ-ა. შესბამისად, რამდენ მილიმეტრსაც მიიღებთ, ის არის თქვენი ბეჭდის ზომა. მილიმეტრების დათვლისას მნიშვნელოვანია სიზუსტე, რადგან თქვენი ბეჭდის ზომა შესაძლოა იყოს 19,4 მმ. ან 19,7 მმ. გაითვალისწინეთ, რომ არარეგულირებადი ბეჭდის შეძენისას აუცილებელია იცოდეთ თქვენი ბეჭდის ზუსტი ზომა.

 

 

ასევე გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია ბეჭდის ზომები სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით.

 



Net Orders Checkout

Item Price Qty Total
Subtotal 0.00 GEL
Shipping
Total

Shipping Address

Shipping Methods

×

Call for Price

I agree to my email being stored and used to receive the newsletter.