ვერცხლის სამკაულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები


ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის უნიაკლური ავანგარდული ბეჭედი, სრულად ხელნაკეთი 925 სინჯის ვერსხლში

საუკუნეების განმავლობაში ვერცხლი ასოცირდებოდა სიმდიდრესთან, გამორჩეულობასთან, მრავალფეროვნებასთან. იყო დრო, როდესაც ვერცხლის სამკაულის ტარება დიდ ფუფუნებად მიიჩნეოდა, საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო და მას მხოლოდ ელიტარული საზოგადოების წევრები ატარებდნენ. საბედნიეროდ, დღესდღეობით, ვერცხლი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ძვირფასი მეტალია. ხარისხიანი ვერცხლი უძლებს ყველანაირ დროს და მოდას.

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა მივანიჭოთ ვერცხლის სამკაულს უპირატესობა. პირველ რიგში, ხარისხიანი ვერცხლის სამკაული არასდროს გადავა მოდიდან, რაც მეტალის უსაზღვრო შესაძლებლობებზე მიუთითებს. ის თამამად შეგვიძლია გამოიყენო, როგორც ყოველდღიურად, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში.

ასევე, ის გამოირჩევა გამძლეობით და ფორმის შენაჩუნების უნარით. თუ სამკაულს სათანადოდ მოვეპყრობით, შესაძლოა მან მთელი ცხოვრება გაგვიძლოს და მეტიც თაობებსაც გაუძლოს. 

გარდა ამისა, რადგან ვერცხლი არის ყველაზე ხელმისაწვდომი ძვირფასი ლითონი, სტილისა და დიზაინის უსასრულო ვარიაცია და ფასების მრავალფეროვანი დიაპაზონი, მდიდარი არჩევანის საშუალებას იძლევა. 

თუმცა, აღსანიშნავია ვერცხლის სამკაულის ტარების პოზიტიური ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, რაც ბევრმა ადამიანმა არ იცის. ვერცხლს მავნე ბაქტერიებთან ბრძოლის საუკეთესო უნარი აქვს, სწორედ ამიტომ მას სტერილიზაციის საშუალებად იყენებდნენ, ვერცხლის შემადგენელი იონები ებრძვის გაციებას, უწყობს ხელს ჭრილობების მოშუშებას, მას ადამიანის ორგანიზმში სითბოს რეგულირება და ცილკულაცია შეუძლია. ვერცხლი ხელს უწყობს სისხლძარღების ელასტიურობას, ძვლების გაჯანსაღებას და კანის რეგენერაციას. ის მყისიერად შედის რეაქციაში სხვა მეტალთან, იცვლის ფერს და აღნიშნული პროცესების შედეგად ადამიანის ორგანიზმს ტოქსიკური თვისებების მქონე მეტალებისგან იცავს.

ვერცხლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, თვისებები, როგორიც არის ელექტრული და თერმული გამტარიანობა სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. 

ვერცხლი, როგორც ადამიანის სხეულის ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან დამცველი ბუნებრივი საშუალება  

ვერცხლი გვიცავს ადამიანის სიცოცხლისთვის საზიანო ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან. ის შეიცავს დადებითად დამუხტულ იონებს, რომლებიც ქმნიან გამტარ ველს და ისინი იცავენ ადამიანის სხეულს ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან. ეს ველი სხეულში ბუნებრივი ელექტრონული მიმოსვლის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ასევე მისი როლი მნიშვნელოვანია სხეულის სითბოს რეგულირებისთვის და ცირკულაციისთვის. 

ვერცხლი როგორც ბაქტერიაბთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება

ვერცხლს, მასში შემავალი დადებითი იონების საშუალებით, აქვს უნარი ებრძოლოს ბაქტერიებს. ბაქტერიები შეიცავენ უარყოფითად დამუხტულ ჟანგბადის იონებს. ვერცხლი სწორედ თავის შემადგენელი ქიმიური ელემენტებით ებრძვის ბაქტერიებს და სხეულს იცავს სიცივის, გრიპის და სხვა მრავალი ბაქტერიული ინფექციებისგან. ვერცხლი ორგანიზმიდან გამოდევნის უარყოფითად დამუხტულ ბაქტერიებს და საბოლოოდ ანადგურებს მათ.  

ვერცხლი, ამცირებს ართრიტისგან გამოწვეულ ტკივილს

ვერცხლი, თავისი ბუნებრივი და უნიკალური ნივთიერებით ამცირებს ართრიტისგან გამოწვეულ ტკივილს და სწორედ ამიტომ, ვერცხლის ბეჭედი საუკეთესო გამოსავალია თითების სახსრებში ჰიპერექსტენზიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ვერცხლს ადამიანის ორგანიზმის, ქრონიკული დაავადებების დაინფიცირებისგან დამცველობის ფუნქცია აქვს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვერცხლის სამკაულების ტარება ხელს უწყობს სახსრების მდგრადობას და მოძრაობის ფუნქციის შენარჩუნებას.  

ვერცხლი, გაღიზიანების და შფოთვის წინააღმდეგ

ვერცხლის სამკაულების ტარება ხელს უწყობს გაღიზინებისა და შფოთვის პრევენციას და გეხმარებათ კონცეტრირებაში. უმაღლესი სინჯის ვერცხლს, საოცარი დამამშვიდებელი უნარი აქვს. ვისაც, შფოთვა აწუხებს, მისი სიმპტომების გამოვლენისას სასურველია თითზე დაიტრიალოს ვერცხლის ბეჭედი. ასევე შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვა სამკაული, შესაძლოა ბეჭდის მაგივრად, ვერცხლის სამაჯური ან ყელსაბამი უფრო გამოგადგეთ, რადგან სხვადასხვა სამკაული განსხვავებულად მოქმედებს სხვადასხვა ადამიანზე.

აუცილებლად სცადეთ ვერცხლის აქსესუარის ტარება, შეარჩიეთ თქვენთვის კომფორტული და მიმზიდველი სამკაული და მისი სისტემატიური გამოყენება თავიდან აგაცილებთ შფოთვის სიმპტომების გამოვლენას. როგორც კი კუნთების დაჭიმულობას და გულის აჩქარებას იგრძნობთ, სასურველია მაშინვე გაიკეთოთ ვერცხლის სამკაული და თავიდან აიცილოთ შფოთვის სიმპტომების გაუარესება. ატარეთ ვერცხლის სამკაული და ნუ დაელოდებით შფოთვისა და გაღიზიანების გამოვლენას.  

Virgo Jewelry

გაფრთხილება!

ვერცხლს, მეცნიერულად დადასტურებული ჯანმრთელობისათის სასარგებლო, სამედიცინო თვისებები აქვს. თუმცა საყურადღებოა, რომ ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა იყოს ვერცხლის სამკაულზე ალერგიული.
სინამდვილეში, ვერცხლი არ არის ალერგიის გამომწვევი მეტალი. ალერგია შესაძლოა გამოვლენილი იქნას მხოლოდ გარკვეული ტიპის ვერცხლის სამკაულის გამოყენებისას. მასში შემავალი მეტალების გამო - ნიკელი, კობალტი, ხრომი ან თუთია (რა უნდა იცოდეთ ვერცხლის სამკაულის შესახებ). ბევრი საიუველირო ბრენდის მწარმოებელი ხშირად იყენებს ამ მინარევებს, მათთვის დამახასიათებელი უჟანგაობის თვისების გამო, მაგრამ ამავე დროს ასეთი მინარევები იწვევს კანის ალერგიას, კანის გაღიზიანებას, გაწითლებას. აქედან გამომდინარე თუ თქვენ, ხართ ალერგიული ვერცხლის სამკაულის მიმართ, აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი სამკაული შეიცავს თუ არა ზემოთ აღნიშნულ მინარევებს, რადგაც სუფთა ვერცხლი არ იწვევს ალერგიას.               მოგეხსენებათ სამკაულში გამოყენებადი ვერცხლი ოქსიდირებადია, მაგრამ მისი სწორი მოვლით და გასუფთავებით შესაძლოა შევინარჩუნოთ და ისევ დავუბრუნოთ პირვანდელი იერსახე (რჩევები,როგორ მოვუაროთ ძვირფას სამკაულს). გავრცელებულია ის აზრიც, რომ ვერცხლის სამკაულის სწრაფი ფერის ცვლა, ოქსიდირება, ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებს. თუმცა, დაჟანგვის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია ვერცხლის სამკაულის როდიუმში ამოვლება, ვინაიდან როდიუმი არც ალერგიას იწვევს და ასევე სამკაულს დაიცავს დაკაწვრისგან. შესაბამისად, იუველირები ამ მეთოდს ხშირად იყენებენ, თუმცა როდირებული სამკაული საკმაოდ ძვირია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ ვერცხლი დაფარულია სხვა მეტალით, ასეთ შემთხვევაში ტარებისას მისგან ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს ვერ მივიღებთ. 

ჩვენ გირჩევთ, აირჩიოთ ნიკელისგან, კობალტისგან, ხრომისა ან თუთიასგან თავისუფალი მაღალი სინჯის ვერცხლის სამკაულები. საბოლოოდ, თქვენი გადასაწყვეტია გირჩევნიათ, მოუაროთ ვერცხლის სამკაულს თუ ატაროთ როდირებული, რომელიც თავიდან აგაცილებთ ვერცხლის მოვლის რუტინას და დაიცავს თქვენს სამკაულს ნაკაწრებისგან. მაგრამ, თუ გსურთ ისარგებლოთ ვერცხლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით, მაშინ სუფთა ვერცხლის სამკაული საუკეთესო არჩევანია.



Net Orders Checkout

Item Price Qty Total
Subtotal 0.00 GEL
Shipping
Total

Shipping Address

Shipping Methods

×

Call for Price

I agree to my email being stored and used to receive the newsletter.